"სჭირდება თუ არა მას გარემოს გამოცვლა?.." - ყოფილი რუსი მწვრთნელი ხვიჩაზე საუბრობს

AutoSharing Option
Sportbox.ru ყოფილი რუსი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, ალექსანდრ ბუბნოვის ინტერვიუს აქვეყნებს. გთავაზობთ ნაწილს, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს:

- რა ხდება ხვიჩა კვარაცხელიას თავს, გასულ ზაფხულს ის ევროპის წამყვან კლუბში უნდა წასულიყო...
- მიზეზების მთელი დასტა არსებობს... ხვიჩას ტრავმა ჰქონდა, მისი დესპოტოვიჩთან შესანიშნავი კავშირი კი დაინგრა. შემდეგ მომავალ კლუბზე ფიქრის გამო ქართველი დაიბნა, მოწინააღმდეგეებმა კი მისი თამაში შეისწავლეს - ახლა ისინი ცდილობენ, რომ ერთმანეთი დააზღვიონ, თუმცა კვარაცხელია არაერთ მშვენიერ დრიბლინგს ისევ გვთავაზობს, მაგრამ რომ დავაკვირდეთ, მივხვდებით, რომ ქართველს მისი საყვარელი მარცხენა ფლანგიდან გარღვევები
ცენტრისკენ უწევს, იქ კი მოწინააღმდეგეთა ბრბო ხვდება. მოკლედ რომ გითხრათ, "რუბინის" შემოქმედებითი თამაში მასზეა აგებული, რაც მოწინააღმდეგეს საფრთხის თავიდან არიდებას უადვილებს, რადგან რთულია თავისუფალი სივრცის ძიება, როდესაც მოწინააღმდეგის კარამდე მისასვლელად არაერთი ფეხბურთელი გიცავს... სწორედ ამის ბრალია გუნდის ასეთი ჩავარდნა. კითხვაზე, სჭირდება თუ არა მას გარემოს გამოცვლა, პირველ რიგში, მან "თათრების" შემადგენლობაში უნდა მოუმატოს, შემდეგ კი ახალ გუნდზე დაიწყოს ფიქრი. თუ ასე თამაშს განაგრძობს, კონტრაქტს ვერ გააფორმებს.

შეგახსენებთ, ამჟამად ხვიჩა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად შვედეთთან (11 ნოემბერი) და უზბეკეთთან (15 ნოემბერი) სათამაშოდ ემზადება, შემდეგ კი ჩავა ყაზანში, სადაც მისი გუნდი "სოჭისთან" გასამართი შეხვედრისთვის მოემზადება. მოგეხსენებათ, "თათრებს" ამ მომენტისთვის რთული ვითარება უდგათ, კარგად დაწყებული სეზონის შემდეგ კი გუნდს ძალიან უჭირს (19 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფებიან).

"სოჭისთან" ხსენებული შეხვედრა 21 ნოემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Sportbox.ru-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
ხვიჩა ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული ფეხბურთელი,ერთფეროვნად ცდილობს ერთი და იგივე ფინტით თამაშს. ნახეთ გუცაევის თამაშები. ყოველ ჯერზე ახალ-ახალს იგონებდა ანდა ქინქლაძე.
გრიგოლი1408
20:16 10-11-2021
5
შარშანწინ კვარა უკვე ბრწყინავდა თავიუსი დრიბლინგებით,მაგრამ ცენტრალური თავდამსხმელი არ ჰყავდა რუბინს და ამიტომ გოლის გატანა ძალიან ჭირდა.შარშან გუნდმა დესპოტოვიჩი შეიძინაბ და გუნდის შეტევამაც უკვე სახე მიიღო.ამასთან ერთად მკვეთრად მოუმატეს თამაშს მარჯვენა ფლანგელმა მაკაროვმა და მარცხენა მცველმა სამოშნიკოვმაც.ესენიც ახალგაზრდა,ამბიციური და ენერგიული ბიჭები არიან.დესპოტიც მშვენივრად ჩაჯდა გუნდში და შედეგმაც არ დააყოვნა.რუბინი სასიამოვნო სანახავი,წარმატებული კლუბი გახდა.ზაფხულში რუბინმა მაკაროვი გაყიდა,ზაფხულის ბოლოს კი რუბინს სამ ფრონტზე მოუწია თამაში და ფეხბურთელთა რესურსი,აშკარად აღარ ეყო.დაამტვრიეს დესპოტი,კვარა,სამოშნიკოვი.გაყიდეს სტარფელტი და რუბინს უბრალოდ კვალიფიციური ფეხბურთელების საკმარისი რაოდენობა აღარ დარჩა.მოიყვანეს ჰაკშაბანოვიჩი.ის საკმაოდ კარგი ფეხბურთელია,მაგრამ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ არის ჩამჯდარი გუნდში და თან ესეც უკვე აღარაა საკმარისი.ახალ ტრავმა მოშუშებული ფეხბურთელი გამოდის მოედანზე და ისევ ტრავმას იღებს.კვალიფიციური რეზერვი კი,გუნდს არ ჰყავს და თამაშს ვერ აძლიერებს.სწორედ ამიტომაა ასე ცუდ დღეში რუბინი.თუ ამას დავუმატებთ ხვიჩას გაცრუებულ იმედებს და მასზე თავს დატეხილ ლანძღვა გინების კამპანიას,გასაგები გახდება,რუბინის ცუდი შედეგები.გუნდის ლიდერებად,სულ ახალგაზრდობას მოიაზრებენ,ისინი კი,ფსიქოლოგიურად ჯერ კიდევ არ არიან საამისოდ მზად.სლუცკი ცდილობს,კლუბის გარშემო არსებული ცუდი ატმოსფერო,ფეხბურთელებს აარიდოს,მაგრამ გუნდის მფლობელი,ამაში მაინცდამაინც არ ეხმარება და რამდენად ეყოფა სლუცკის რესურსი,ამ მდგომარეობიდან გამოიყვანოს გუნდი,საკმაოდ ძნელი გამოსაცნობია.რუბინმა დაცვაშიც აშკარად დაკარგა საიმედოობა,ეს კი მისი საბაზისო საყრდენი იყო.დღევანდელი დაცვა,საერთოდ ვერ უახლოვდება შარშანდელ დონეს და ბოლო ხანებში რუსეთის ნაკრებში გამოძახებული მეკარე დიუპინიც,აშკარად ამოვარდა ჩვეული კალაპოტიდან.ასე რომ რუბინის კრიზისი,მხოლოდ ხვიჩას ბრალი არ არის.მან უკვე თითქმის აღიდგინა ფორმა,მაგრამ მისი მცდელობა,საკმარისი ვერ იქნება.მთლიანად გუნდია გადასაწყობი და დასალაგებელი.რაღაც ახალი ტაქტიკური სვლებიც გასაკეთებელი.ფაქტია,რომ რუბინის თამაში უკვე გაშიფრულია და იციან მის წინააღმდეგ როგორ იმოქმედონ.
სოსო
17:25 10-11-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული