"ყოჩაღ, ახლა დროა "რუბინი" ჭაობიდან ამოიყვანო...." - რუსები ხვიჩას კარგ თამაშს ეხმაურებიან

AutoSharing Option
მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრების გამარჯვებამ (შვედეთთან 2:0) დიდი გამოხმაურება დაიმსახურა, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართულებით კი საქებარი სიტყვები არ წყდება. გთავაზობთ, რუსი გულშემატკივრების აზრს "კვარას" სკანდინავიელებთან გაბრწყინების შემდეგ:

- ეროვნულ ნაკრებში კარგი თამაშის შემდეგ პრესა ისევ თავის სასიკეთოდ შემოიტრიალა, ყოჩაღ!

- ყოჩაღ ხვიჩა, ეს შენ ფსიქროლოგიურად დაგეხმარება.

- არამხოლოდ ხვიჩამ, არამედ მთელმა საქართველოს ნაკრებმა ითამაშა, გილოცავთ.

- შვედეთის ნაკრებმა 1-ელი ადგილის დაკავების შანსი ხელიდან გაუშვა, ესპანეთი თქვენთან მეორედ აღარ წააგებს.

- სლუცკი რა მაგარი ადამიანია, მოამზადა "კვარა" შვედეთის კარის
ასაღებად.

- ყოჩაღ, ახლა დროა "რუბინი" ჭაობიდან ამოიყვანო.

- ახლა შეგიძლია რუსეთს პრემიერ ლიგაში 10-15 ტური აღარაფერი გააკეთო, პიარი საკმარისია უკვე შენთვის.

- რუსეთში დიდი მატჩები "ურალთან", "ახმატთან" და "უფასთან" გამართა.

- ხვიჩამ ზრდა შეაჩერა, მას გაგრძელება სჭირდება, თუმცა ამისთვის წასვლაა საჭირო... როგორც ჩანს, მას "რუბინში" ყოფნა კონტრაქტის ბოლომდე მოუწევს, არავინ გადაიხდის მასში იმდენს, რამდენსაც კლუბი ითხოვს... ახლა მისი ფასი 5 მილიონ ევროს შეადგენს, მეტად არ გაიყიდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები უზბეკეთთან ამხანაგურ შეხვედრას 15 ნოემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
"სლუცკი რა მაგარი ადამიანია, მოამზადა "კვარა" შვედეთის კარის ასაღებად".

აბა შეადარეთ 55 წლის წინ ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატის დროს პორტუგალიასთან თამაშისას რუსი კომენტატორის ნათქვამს - შეიცვალა რამე?: "ხურცილავა ოტბივაეტ მიაჩ უ ეუსებიო ი ჩერეზ სებია ოტბივაეტ - მოლოდეც შესტერნიოვ, კაკ ონ ხოროშო რუკოვიდიტ ზაშჩიტნუიუ იგრუ სბორნოი სსსრ!
ვაჟა მასწავლებელი
12:54 13-11-2021
5
ხვიჩა! ყველაფერს სწორად აკეთებ! რუბინში თავი უნდა დაზოგო, ტრავმებს მოერიდო და საქართველოს ნაკრებში გამოიჩინო თავი კარგი თამაშით.
რაც უფრო კარგად თამაშობდი რუბინში, უფრო უმატებდა ფასს ჯუღელი.
ქ. გ.
12:40 13-11-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული