მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრების გამარჯვებამ (შვედეთთან 2:0) დიდი გამოხმაურება დაიმსახურა, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართულებით კი საქებარი სიტყვები არ წყდება. გთავაზობთ, რუსი გულშემატკივრების აზრს "კვარას" სკანდინავიელებთან გაბრწყინების შემდეგ:
- ეროვნულ ნაკრებში კარგი თამაშის შემდეგ პრესა ისევ თავის სასიკეთოდ შემოიტრიალა, ყოჩაღ!
- ყოჩაღ ხვიჩა, ეს შენ ფსიქროლოგიურად დაგეხმარება.
- არამხოლოდ ხვიჩამ, არამედ მთელმა საქართველოს ნაკრებმა ითამაშა, გილოცავთ.
- შვედეთის ნაკრებმა 1-ელი ადგილის დაკავების შანსი ხელიდან გაუშვა, ესპანეთი თქვენთან მეორედ აღარ წააგებს.
- სლუცკი რა მაგარი ადამიანია, მოამზადა "კვარა" შვედეთის კარის
ასაღებად.
- ყოჩაღ, ახლა დროა "რუბინი" ჭაობიდან ამოიყვანო.
- ახლა შეგიძლია რუსეთს პრემიერ ლიგაში 10-15 ტური აღარაფერი გააკეთო, პიარი საკმარისია უკვე შენთვის.
- რუსეთში დიდი მატჩები "ურალთან", "ახმატთან" და "უფასთან" გამართა.
- ხვიჩამ ზრდა შეაჩერა, მას გაგრძელება სჭირდება, თუმცა ამისთვის წასვლაა საჭირო... როგორც ჩანს, მას "რუბინში" ყოფნა კონტრაქტის ბოლომდე მოუწევს, არავინ გადაიხდის მასში იმდენს, რამდენსაც კლუბი ითხოვს... ახლა მისი ფასი 5 მილიონ ევროს შეადგენს, მეტად არ გაიყიდება.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები უზბეკეთთან ამხანაგურ შეხვედრას 15 ნოემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე გამართავს.