სხვადასხვაგვარი ხვიჩა - ნაკრებში და კლუბში - "რუბინის" ექს-მწვრთნელის მოსაზრება

AutoSharing Option
რუსული მედია გაკვირვებით აღნიშნავს, რომ გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ამ სეზონში „რუბინში“ 16 მატჩში 1 გოლი გიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო საქართველოს ნაკრებში გაცილებით უკეთ თამაშობს. ქართველის თაობაზე მოსაზრება ყაზანური გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა რომან შარონოვმა გამოთქვა.

„მრავალი მიზეზია იმისა, თუ რატომ ვერ ახერხებდა ხვიჩა შვედეთთან შეხვედრამდე გატანას. გოლი უბრალოდ ისე არ მოდის. გატანილი გოლი - მხოლოდ შეტევის დასრულება არაა, ვინაიდან მომენტები სხვადასხვაგვარია. მან სტაბილურობას უნდა მიაღწიოს და მაშინ მისი შესრულებით ხარისხიანი მატჩები გაიზრდება.

კვარაცხელიას ჩავარდნა გამოუცდელობის გამო არ მომხდარა.
ფეხბურთელს ასაკის მიუხედავად იმის მიხედვით ვაფასებ, მზადაა თუ არა მაღალ დონეზე სათამაშოდ. ჩავარდნა ყველას აქვს და რაღაც გამოუცდელობაზე ლაპარაკი ყოველთვის ადვილია. კიდევ მნიშვნელოვანია პირობები ფეხბურთელისთვის, სადაც ის ვითარდება“, - ციტირებს შარონოვს РБ Спорт-ი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
შარონოვის ნათქვამიდან ვინმე ტრამე გაიგეთ??? მე ცოდვილმა ვერაფერი...:(
საბა
20:17 14-11-2021
1
სანამ ეს კაცი რუბინში იყო,ხვიჩას ძირითადი არ აღირსა და ამის საფეხბურთო გემოვნება თუ გაგება,აქედანაც კარგად ჩანს.რაც შეეხება ის,თუ რატომ გაიტანა ამ თამაშში ხვიჩამ ორი გოლი,რუსეთში კი საერთოდ ვერ გააქვს,ეს ძნელი ასახსნელი არ არის.ამ თამაშის წინ,შვედეთის 8 მინდვრის მოთამაშეს,ყვითელი ბარათი ჰქონდა და შესაბამისად საფრთხე,რომ გაფრთხილების მიღების შემთხვევაში,ესპანეთთან გადამწყვეტ თამაშს ვერ ითამაშებდნენ.ამის გარდა,რამდენიმე ნაკრების წევრი მცველი გამოაკლდა შემადგენლობას და იძულებულები იყვნენ,ესპანეთისათვის თავს გაფრთხილებოდნენ.ამიტომ იკავებდნენ უხეშობისაგან თავს და ხვიჩამაც ისარგებლა ამითი.ჩავა ახლა რუსეთში და დაიწყებენ მასზე ნადირობას ცალკე მწვრთნელები,ცალკე კი,ფეხბურთელები.ხომ ვიცით მაგათი ამბავი...მერე კი დაუწყებენ კრიტიკას,თამაში არ უნდაო,ტრავმა არა აქვს და იტყუებაო.მერე ჩვენც ავყვებით ალბათ, აბა ვინ გეგონათ,მართლა ფეხბურთელი კი არ არისო და წავა ახალი წრე,ზეწოლისა.ერთადერთი კაცი,მგონი სლუცკია,ვინც მასზე ზრუნავს და ცდილობს გვერდით დაუდგეს,მაგრამ გუნდის ხელმძღვანელებმა თუ კიდევ უფრო დიდი მადა გამოიჩინეს და როგორც შეპირებული იყვნენ კარგი გუნდის გამოჩენის შემთხვევაში, წასვლაში ხელს არ შეუშლიდნენ,ეს პირობა კვლავ არ შეასრულეს,მაშინ ალბათ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება ხვიჩა.მას ჩვენგან,გულშემატკივრებისაგან გამუდმებული გვერდით დგომა სჭირდება.სხვანაირად არ გამოვა.ეს არ დავივიწყოთ მეგობრებო.საერთოდაც რუსეთში მოთამაშე ქართველებს,ყველას სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა,რადგან მანდ განსაკუთრებით იოლია ფეხბურთელის პიროვნების განადგურება.ამისი ბევრი მაგალითი გვაქვს.მათი გადარჩენა კი,საბოლოოდ მაინც ჩვენი ვალია.მათზე ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ და კრიტიკასთან ერთად,მორალურად გვერდით დავუდგეთ.
სოსო
13:42 15-11-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული