ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ვალენსია" მამარდაშვილის კონტრაქტის გამოსყიდვას აგვიანებს" - ესპანური მედია

AutoSharing Option
Eldesmarque-მ „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილს წერილი მიუძღვნა და ხაზი გაუსვა, რომ კლუბი მისი კონტრაქტის გამოსყიდვას ახანებს:

„ვალენსიამ“ მამარდაშვილს ჯერ კონტრაქტის გამოსყიდვის შესახებ არ აცნობა, რომლის მიხედვით 1-ელ იანვრამდე უფრო იაფად შეძენა შეუძლიათ. თვენახევარი დარჩა, განზრახვა ცხადია, თუმცა ჯერ არ გადაწყვეტილა.

„ღამურების“ მეკარე სამშაბათს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ინგლისთან ამხანაგურ მატჩში ითამაშებს. მან უკვე იასპარეზა ეროვნულ გუნდში. ეს გარემოება, ისევე როგორც ის, რომ კლუბში სასტარტოში ადგილი დაკარგა, მისადმი ნდობის დაკარგვაზე არ მეტყველებს. ფეხბურთელი იმედს გამოთქვამს, რომ კლუბი გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამს.

იანვრამდე
გიორგის უფრო იაფად შეძენა თანმდევი იქნება მისთვის რიგი სახელშეკრულებო პირობების გაუმჯობესებისა, რადგან აქვს დუბლების გუნდის ფეხბურთელის ანაზღაურება. კლუბს სურს გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგას, თუმცა ჯერ ამის შესახებ არც ფეხბურთელმა და არც მისმა აგენტმა არაფერი არ იციან.

„ვალენსია“ სწავლობს კონტრაქტის გამოსყიდვის შესაძლებლობას, რაც შემდგომში გოლკიპერის ფასს გაზრდის. ხელმძღვანელობისთვის ნათელია, რომ მამარდაშვილის დატოვება საჭიროა, მაგრამ ახლა სხვა გადაუდებელი საკითხებით არიან დაკავებული. მიუხედავად ამისა, მომავალ თვეში ყველაფრის გადაწყვეტაა მოსალოდნელი. ამ შემთხვევაში ტრანსფერი 800 ათასი დაუჯდებათ - ნაახალწლევს მეტი".

ასევე დაგაინტერესებთ