შერმადინის "ტენერიფემ" ბურჯანაძის "ბეტისი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეათე ტურში ბექა ბურჯანაძის "ბეტისმა" გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" უმასპინძლა. ფავორიტად სტუმრები ითვლებოდნენ, რომლებსაც აქამდე 9-დან 6 შეხვედრა ჰქონდათ მოგებული. მათ სტატუსი გაამართლეს და "ბეტისთანაც" გაიმარჯვეს – 81:72.

ბურჯანაძე გადამწყვეტ მომენტში მოედანზე იყო და ბოლო წუთებზე გუნდს მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა. მისი მონაგარი ასეთი გახლდათ: 18 წუთი, 8 ქულა, 6 მოხსნა.

"ტენერიფეს" ცენტრმა გიორგი შერმადინმა 17 წუთში 6 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.

სტუმართა გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა ბრუნო ფიტიპალდომ, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო. შერმადინის გუნდი უახლოეს მატჩს 20
ნოემბერს "გრან კანარიასთან" შინ გამართავს; "ბეტისი" 21-ში მადრიდში "რეალს" ეწვევა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული