MARCA ისევ მამარდაშვილზე წერს

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილი დღეს, 16 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებს. ქართველ კიპერზე ისევ ესპანური გავლენიანი MARCA წერს:

"ვალენსიამ" მამარდაშვილი მეორე გუნდისთვის აიყვანა, თუმცა ის ძირითადში მოხვდა და საწყისი 6 მატჩიც ჩაატარა. ამ შეხვედრებში შეცდომებიც დაუშვა, რის გამოც სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, ძირითადში კი გამოცდილი სილესენი დაბრუნდა.

მესტალიურ კლუბს ქართველი კიპერის გამოსყიდვის უფლება 2022 წლის 1-ელ იანვრამდე აქვს და ამისთვის ერთ მილიონამდე ევრო უნდა გადაიხადოს. ცხადია, რომ მისი პოტენციალის გათვალისწინებით, ეს აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯია.

გიორგის ოფიციალურ მატჩში 57 დღეა მონაწილეობა არ მიუღია, არადა,
მას სათამაშო პრაქტიკა ძალიან სჭირდება, თავის გამოჩენის შანსი კი თავისი ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრებში ექნება, სადაც ინგლისელი თანატოლების წინააღმდეგ ითამაშებს და დატვირთვაც ექნება. თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ ეს სწორედ ისაა, რაც ახალგაზრდა მეკარეს სჭირდება”.

რაც შეეხება "ვალენსიას" უახლოეს მატჩს - 22 ნოემბერს "სოსიედადს" ესტუმრება.

alt"ვალენსია" მამარდაშვილის კონტრაქტის გამოსყიდვას აგვიანებს" - ესპანური მედია

altDeportevalenciano: "ვალენსიას" მეკარის საკითხის მრავალი წლის მანძილზე გადასაჭრელად მამარდაშვილის კონტრაქტის სასწარაფოდ გამოსყიდვა სჭირდება

altმამარდაშვილი ახალგაზრდულში - ინგლისის წინააღმდეგ შემადგენლობა ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვალენსიაში ძირითადში მაინც არავინ არ ათამაშებს,მისთვისვე ჯობია ახალი კლუბი ეძებოს.
ვახო
17 ნოემბერი 2021 09:46
1
მეორე გუნდში მაინც ათამაშონ თორემ რა აზრი აქვს ამ ფიქტიურ ყოფნას გუნდში, ვერ განვითარდება, მაგას სჯობს უფრო სუსტ გუნდში გადავიდეს და იქ ჰქონდეს პრაქტიკა
ალეკო
16 ნოემბერი 2021 15:58
2
ეს რას ნიშნავს,ესე იგი ახალგაზრდულ შემადგენლობაშიც არ ათამაშებენ და საერთოდ არა აქვს სათამაშო პრაქტიკა?მთლიანად თუ ამოაგდეს ფორმიდან,რა გამოვა?!
სოსო
16 ნოემბერი 2021 15:38
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული