"რუბინმა" ფეხბურთელების დროულად გაყიდვა უნდა ისწავლოს!" - რუსი გულშემატკივრების გამოხმაურება

AutoSharing Option
"რუბინის" სპორტულ დირექტორ ოლეგ იაროვინსკის ნათქვამს, რომ კვარაცხელიას ტრანსფერზე წინასწარ აღარ ისაუბრებენ და ქართველი გარემარბის თამაშის ხარისხზე გავლენა ჟურნალისტებმაც მოახდინეს, რუსი გულშემატკივრები გამოეხმაურნენ.

sports.ru-ს მკითხველები წერენ:

"ხვიჩა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და მისთვის სიტუაციის შემოტრიალება ძალიან მარტივია. ის ლამაზ ოცნებებსა და ღრუბლებში ტრიალებდა, შესაბამისად, კონცენტრირება მარტივი არ იქნებოდა, გაუგებარია?"

"ეს სლუცკის სტილია - ხვიჩას ცუდი ფორმა სხვების საუბარს დააბრალოს."

"თუკი კვარაცხელიას პრესის ან საზოგადოების გამოხმაურების ეშინია, ეს მისი პრობლემაა. მსოფლიო ვარსკვლავებს ამაზე გართულება არ აქვთ და თავს ჟურნალისტების ნეგატიური გავლენით არ
იმართლებენ."

"იქნებ მას უბრალოდ არ სურს იმ კლუბის მაისურით ითამაშოს, საიდანაც არ გაუშვეს."

"რუბინმა" ფეხბურთელების დროულად გაყიდვა უნდა ისწავლოს!"

"არაფერია ახალგაზრდა მოთამშისთვის ისეთი საზიანო, როგორც დიდი ინტერესი, მითქმა-მოთქმა და დიდი გუნდების "ვაჭრობა."

მიმდინარე სეზონში, "რუბინის" მაისურით ხვიჩამ მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

alt"აპლოდისმენტებისთვის მსაჯს კვარაცხელია უნდა გაეძევებინა" - რუსული მედია

alt"კვარაცხელიას თამაში ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს..." - სანიოლი

altCalciomercato: მაისში კვარაცხელიას "მილანში" ტრანსფერი "რუბინის" მოთხოვნილი 20 მილიონის გამო არ შედგა

მკითხველის კომენტარები / 13 /
ლევანის მივმართავ, ჩვენს ოჯახებს სიკეთე მისცეს უფალმა, მარა საბჭოთა კავშირის დროს ვინც რამეს მიაღწია, უბრალოდ იმიტომ რომ, იმდენად ძლიერი სპორტსმენები იყვნენ, სხვა გზა არ იყო, უნდა დაეყენებინათ, თორემ მაგათი ბოღმისგან რამდენი დაიჩაგრა, ხომ გვახსოვს.მარტო ყიფიანის მაგალითი კმარა,თორემ ეგ რომ არა დათო რამდენს მიაღწევდა წარმოდგენა მაინც ხომ შეგვიძლია.
ქომაგი
19:50 21-11-2021
0
ვინ არიან ის ქართველები, ვისაც არ ესმით, რომ სამართლიანი და პატიოსანი რუსი არ არსებობს? თუ წინა საუკუნეების ისტორია არ იციან, ბოლო 15 წელი მაინც სად გაატარეს? რომელ პლანეტაზე ცხოვრობდნენ?
ქ. გ.
07:27 20-11-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული