ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ქეცბაიას თავსატეხი - ათამაშოს თუ არა ლორია?

AutoSharing Option
როგორც Anorthosis24 წერს, ნიქოზიის "ოლიმპიაკოსთან" "ანორთოსისის" კარს, დიდი ალბათობით ისევ ისრაელის წარმომადგენელი, 23 წლის ასსაფ ცური დაიცავს:

"ის "პაფოსთან" და "ფლორასთან" მშვენიერი იყო და ქართველი მწვრთნელი ლორიას დონეზე განიხილავს. თანაც, გიორგისგან განსხვავებით, ის სულ გუნდთან ერთად იყო და არცერთი ვარჯიში არ გამოუტოვებია.

ლორია ძირითადი კიპერია, თუმცა "ანორთოსისს" პირადი პრობლემების გამო აკლდა. მან შვედეთის წინააღმდეგ ბრწყინვალე სანაკრებო შეხვედრა ჩაატარა. ასე რომ, ქეცბაიას სერიოზული თავსატეხი აქვს."

"ანორთოსისი" გასვლით მატჩს დღეს, 20 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გამართავს. ნიკა ნინუა განაცხადში არაა, ნიკა
კაჭარავას კი ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებენ.

altქეცბაიას ნინუა დააკლდება, კარგ ფორმაში მყოფი კაჭარავა სასტარტოში...

ასევე დაგაინტერესებთ