"ჩაკვეტაძე "გენტიდან" წასვლას აპირებს?" - ბელგიური მედია

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მე-15 ტურში "ზულტე ვერეგემთან" სტუმრად მოგებული მატჩის (2:1) განაცხადში არ იყო "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლის თქმით, შეკრება მუხლის ტკივილის გამო დატოვა. Voetbalnieuws-მა "ზულტე ვარეგემთან" შეხვედრის წინ ჩაკვეტაძის შესახებ წერილი გამოაქვეყნა:

"მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა 21-კაციანი შემადგენლობა გამოაცხადა - განსაკუთრებული სიურპრიზების გარეშე. ისევ იქცევს ყურადღებას ჩაკვეტაძის არყოფნა. ვანჰაზებრუკი აღნიშნავს, რომ 22 წლის ქართველი დაშავებული არაა და ორი კვირის წინ ერთი საათი ითამაშა. თუმცა, როგორც გაირკვა, ის ფიზიკურად ჯერ კიდევ არ არის მზად. "ანტვერპენთან" შეხვედრაში
ნახევარი საათის შემდეგ გაძევების გამო "უნიონთან" ვერ ითამაშა, ვანჰაზებრუკს მისთვის ადგილი ისევ არ აქვს და ეს მიუხედავად იმისა, რომ ენდრიუ ჰიულსაგერი  უქმობს.

ისტორიის დასასრული?

მართალია, "ჩელამკო არენაზე" ჯერ კიდევ ბევრს სჯერა ჩაკვეტაძის პოტენციალისა, რომელიც ოთხი წლის წინ აბსოლუტური ტოპ-ტალანტის სახით მოვიდა და თავიდან ამ მოლოდინს ამართლებდა, როგორც ჩანს, მწვრთნელი მასზე იმედებს აღარ ამყარებს. ვინ იცის, იქნებ ფეხბურთელი, რომელსაც ნაკრებში 13 მატჩი აქვს ჩატარებული, წასვლასაც კი აპირებს, ვინაიდან მისი კონტრაქტი 2023 წელს სრულდება".

მკითხველის კომენტარები / 14 /
რა კომენტარები იწერება ჩაკვეტაძეზე, რატომ იცით ყველაფრისთვის უცებ ხაზის გადასმა, ეს რანაირი გულშემატკივარობაა? ზოგი ფეხბურთელი საერთოდ 25-27 წლის ასაკში გაიხსნა და ითამაშა დიდი ფეხბურთი. როგორ იძახით 22 წლის ბიჭზე რომ კარიერა დაენგრა და მისთვის ყველაფერი მორჩა.
35 წლის რომ იქნება ჩაკეტაძე მაშინ შეიძლება თქვა, რომ ვერ ივარგა მისმა კარიერამ და მორჩა მისი ფეხბურთი, მაგრამ 22 წლის ახლახანს გახდა ხალხო. როგორ შეიძლება ასე საუბარი. კარგით რა
Skeleton
22 ნოემბერი 2021 17:51
4
ესეთი პრობლემებით ყველა უკან დაბრუნდა სუსტ გუნდში იქნებ ჩაკვე გადარჩეს და ისევ გაიბრწყინოს
შოკირებული გულშემატკივარი
22 ნოემბერი 2021 11:28
0
დროზე უნდა გაეცალოს ჩანკვე მაგ დედამოტყნულ ბელგიურ გუნდს,ამ გუნდსი ვერაფერს მიაღწევს და დროზე უნდა გაეცალოს მაგ დწჭყევლილ გენტს.ამ გუნდმა გააჩერა ამ უნიჭიერესი ფეხბურთელის წინსვლა....ფაქტი სახეზეა
usho
22 ნოემბერი 2021 10:42
2
გიორგის ისეთი ტრავმა აქვს, რომ იმკურნალებს ცოტა ხანში ისევ უმიზეზდება. ასეთ ფეხბურთელს გენტზე უკეთესი გუნდი არ იყიდის და ვერც ძირითადის ფეხბურთელი ვერ იქნება. ჯანოს რაც დაემართა იგივე მდგომარეობაშია. წარმატებებს ვუსურვებ
gio
22 ნოემბერი 2021 10:29
0
მესმის გიორგიმ ძალიან მძიმე პერიოდი გაიარა მას ხშირი ტრამვები ქონდა მაგრამ უკვე საკმაოდ დიდი დროა რაც დაბრუნდა და დროა რომ საკუთარი შესაძლებლობები დაუმტიკოცს და დაანახოს ყველას თავიდან მარადონას ფეხი მოტეხეს და რომ მოირჩინა ტრამვა იმის მერე უფრო მაგრად დაიწყო თამაში ბაჯიო ტრამვით ჩავიდა ფიორენტინაში უმძიმესი ტრამვით მაგრამ უმაღლეს დონეზე ითამაშა უამრავი ფეხბურთელი ყოფილა ისტორიაში რომლებსაც უნდოდათ მაღალ დონეზე ფეხბურთს თამაში მიუღიათ მძიმე ტრამვები ისეთი ტრამვებიც კი რომ კარიერის დასრულების ზღვარზე ყოფილან მაგრამ თავდაუზოგავი შრომით მონდომებით დაბრუნებულან მოედანზე და უფრო მაგრად დაუწტიათ თამაში ბევრი გადადიოდა ბაზაზე ცხოვრობდა დამატებით ვარჯიშებს ასრულებდნენ თავს იკლავდნენ რომ ფორმაში ჩამდგარიყვნენ ასე რომ ყველაფერი ჩაკვეტაძეზეა დამოკიდებული და სხვა არავისზე.
გურამო
22 ნოემბერი 2021 02:32
0
2017 წლიდან გენტშია მასთან ერთად ვინც მივიდა გუნდში ან იყო იმ დროს დღეს კაცი აღარა დარჩენილი იმ ფეხბურთელებიდან ყველა წავიდა სამწუხაროდ გიორგისთვის ამ გუნდში გადასვლა არ გამოდგა წარმატებული მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ გუნდის შეცვლა არ იქნება სწორი ნაბიჯი ჩემი აზრით ჯობია სეზონი დასრულოს და ეცადოს რომ ფორმაში ჩადგეს გარკვეული რეზულტატი დადოს თამაშებზე და მერე გადავიდეს ნორმალურ კლუბში ვიდრე ახლა წავიდეს ითამაშოს იმაზე დაბალი დონის კლუბში და ჩემპიონატში ვიდრე ბელგია და გენტია.
გიორგი
22 ნოემბერი 2021 02:27
4
არაფერი პირადული, მაგრამ სეზონში სულ ათიოდე მატჩს თამაშობს.დანარჩენი სულ ტრამვირებულია.რომელ მწვრთნელს მოეწონება ასეთი ფეხბურთელი კლუბში? საერთოდ ეს უდიდესი პრობლემაა ქართველი ფეხბურთელების.არაფერს ვიტყვი რონალდოს თუ მესიზე, მრავალი სხვა ფეხბურთელი სეზონში ატარებს 35-40 თამაშს(ნაკრებში თამაშით ზოგი მეტსაც).არიან კლუბში თუ ნაკრებში წამყვანები, მოწინააღმდეგე საკმაოდ ხისტად ეთამაშება, მაგრამ ასე რომ სეზონის ნახევარზე მეტი ტრამვირებული იყვნენ? ასეთი პროფესია თვითონ აირჩიეს და საქმესაც პროფესიონალურად უნდა მიუდგნენ. საუბედუროდ ჩვენები ცოტაოდენ ფულს რომ იშოვიან( იმაზე მეტს რაც საქართველოში საშუალოდ ითვლება) მერე სულ იმის მცდელობა აქვთ რომ სათადარიგო სკამზე ისხდნენ.რა ვქნათ? ასეთები ვართ.
Gogita
22 ნოემბერი 2021 00:47
1
ჩაკვეტაძის ადგილას რო ვიყო მიქაუტაძის გუნდში გადავიდოდი თუ მაინცდა მაინც ბელგიაში უნდა დარჩენა... ისე მაგ სტილის ფეხბურთელს შოტლანდია ჰილანდიის ჩენპიონატი დახატავდა... ბელგიაში ძალისმიერ უხეშ ფეხბურთს თამაშობენ
რომა
22 ნოემბერი 2021 00:14
4
მე მაგის ადგილას ბელგიაში არ დავრჩებოდი, ინგლისში წავიდოდი არსენალში ან ლივერპულში, გენტს აღარ ჯობია?
ლაციო
22 ნოემბერი 2021 01:03
15
დინამოში უნდა დაბრუნდეს და თავიდან დაიწყოს ყველაფერი
რეზო
21 ნოემბერი 2021 23:22
9
დინამო არა ცრვენა ზვეზდა
emigrant
22 ნოემბერი 2021 00:55
6
ბოლნისის სიონში. მომავალ წელს ეროვნულ ლიგა 1 ში ითამაშებს
ბოლნისელი
21 ნოემბერი 2021 22:50
27
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული