ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ქართველების დაპირისპირება და კვირკველია გამარჯვების მოლოდინში - ჩვენებურების ორშაბათი

AutoSharing Option
ორშაბათს, 22 ნოემბერს, ქართველი გულშემატკივრებისათვის საინტერესო რამდენიმე შეხვედრა გაიმართება.

"მეტალისტ 1925"-ს ცუდი პერიოდი აქვს და სამწუხაროდ, ეს გუნდში საბა კვირკველიას ჩარიცხვას დაემთხვა. ხარკოველებმა ბოლოს 16 ოქტომბერს გაიმარჯვეს და ყველა ტურნირის ჩათვლით ზედიზედ 4 მარცხი დაუგროვდათ.

ქართველ მცველს ისევ სასტარტოში ველით, "მეტალისტი" კი "ვერესს" სტუმრობს. ორივე გუნდს თანაბარი, 19-19 ქულა აქვთ. მატჩი ჩვენი დროით 21:30 საათზე დაიწყება.

თორნიკე ოქრიაშვილის, გიორგი ქვილითაიასა და მურთაზ დაუშვილის "აპოელი" ლარნაკას "აეკს" ესტუმრება, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია.

ნიქოზიელებს წარმატებული სერია აქვთ და უკანასკნელად 3 ოქტომბერს, თემურ
ქეცბაიას "ანორთოსისთან" დამარცხდნენ. მატჩის დაწყების დრო 22:00 საათია.

Sportall.Ge

კრაკოვში კი ქართველების დაპირისპირება შედგება - ოთარ კაკაბაძის "კრაკოვია" ვაკო გვილიას "რაკუვს" უმასპინძლებს. სტუმრები ჩემპიონატში მე-4 ადგილს იკავებენ, კაკაბაძის გუნდს კი 14 ტურის შემდეგ, მხოლოდ 17 ქულა აქვს. გვილიასგან განსხვავებით, ოთარი ჩემპიონატში იშვიათად თამაშობს. 

დაპირისპირება ჩვენი დროით 23:30 საათზე შედგება.

altქართველი ფორვარდებმა ევროპაში მნიშვნელოვანი გოლები გაიტანეს [VIDEO]

altმცირე სენსაცია - "რუბინმა" ხვიჩას გარეშე ერთ-ერთ ლიდერს სძლია

altმცირე სენსაცია - "რუბინმა" ხვიჩას გარეშე ერთ-ერთ ლიდერს სძლია

ასევე დაგაინტერესებთ