მისი ხელობა გოლების გატანაა - მიქაუტაძე ტურის სიმბოლურში

AutoSharing Option
21 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ამ სეზონში ბელგიის ჩემპიონატზე 6, ხოლო თასზე 3 გოლი გაიტანა და ჟუპილერ ლიგის ბომბარდირთ დავაში მე-11 ადგილზეა, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ "მეცმა" იჯარით მოგვიანებით დააბრუნა და ტურნირზე სხვებზე 6 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

voetbalkrant-მა გუშინ აქო ქართველი ფორვარდი, დღეს კი მე-15 ტურის სიმბოლურში შეიყვანა და ხაზი გაუსვა, რომ გოლის გარდა საგოლე გადაცემა გააკეთა და მოედანზე საუკეთესო იყო.

თავად გიორგიმ განაცხადა, რომ გოლების გატანის რიტმში უნდა გააგრძელოს თამაში. მის გოლებს საქართველოს ნაკრებშიც ველით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული