კაკაბაძემ პოლონეთში სეზონის გოლი გაიტანა - მისი უთამაშებლობა იქნება? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ოთარ კაკაბაძემ "კრაკოვიას" პოლონეთის ექსტრა-კლასას მე-15 ტურში საკუთარ მოედანზე "რაკუვთან" გამარჯვება მოუპოვა.

კაკაბაძე 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 8 წუთში ულამაზესი გოლი გაიტანა და მისმა გუნდმა 1:0 მოიგო. onet.pl-ი აღნიშნავს, რომ ეს მიმდინარე სეზონის საუკეთესო გოლია.

ოთარს სასტარტოში არ ათამაშებენ, მაგრამ 4 მატჩში მაინც გაიტანა 2 გოლი, რაც მცველისთვის ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის და იმედია, სიტუაცია შეიცვლება. მით უმეტეს, "კრაკოვიას" ახალი მწვრთნელი ჰყავს. პოლონური მედია იტყობინება, რომ კრაკოვული კლუბის მფლობელის, იანუშ ფილიპიაკის მოთმინება ამოიწურა, მიხაილ პრობერი გადააყენა და მის ნაცვლად
იაცეკ ზელინსკი დანიშნა, რომლის ხელმძღვანელობითაც ჩაატარეს დღევანდელი შეხვედრა.

"რაკუვში" 75-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ვაკო გვილია.

"კრაკოვია" 20 ქულით მე-10 ადგილზეა და 28 ნოემბერს პლოცკში "ვისლას" დაუპირისპირდება. რაც შეეხება 26 ქულით მეოთხე პოზიციაზე მყოფ "რაკუვს", 27 ნოემბერს "ზაგლებიეს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მუნდიალის ფინალს დაამშვენებდა, როგორ მიყვარს ასეთი დარტყმები, უშანსოდ რომაა მეკარე.
24 ნოემბერი 2021 16:42
0
პავარის გოლის ანალოგია არგენტინასთან. მაგარია
კონსტანტინე
23 ნოემბერი 2021 12:12
1
რომ მოინდომოს შეუძლია ბარსელონაში ითამაშოს.
დევკალიონი
23 ნოემბერი 2021 11:56
4
როგორ მახსოვს კაკაბაძის გამოჩენა ჯერ ახალგაზრდულში და მერე უკვე ნაკრებში . ყველაფერი აქვს იმისათვის რომ საშუალოზე მაღალი დონის ევროპულ გუნდში ითამაშოს დაიმედია თვითონ ყველაზე კარგად ხვდება რა აკლია სამაგისოდ . წარმატებები , იქნება ახალი მწვრთნელის მოსვლით შეიცვალოს მისი სიტუაცია .
ATP 16
23 ნოემბერი 2021 09:12
1
ნაკრებში რო ითამაშა ისე გამოვიდა-ფორმაში შევიდა
Levani
23 ნოემბერი 2021 03:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული