ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სილესენი: "ნაწილობრივ ბედნიერი ვარ"

AutoSharing Option
"ვალენსიას" მეკარე იასპერ სილესენსი ძალიან კმაყოფილია მისი გუნდის მიერ გასულ კვირას, "რეალ სოსიედადთან" სტუმრად მიღწეული ფრით, განსაკუთრებით იმით, რომ მათ ეს გოლის გაშვების გარეშე მოახერხეს. ნიდერლანდელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ბევრს ვარჯიშობენ იმისათვის, რომ დაცვაში უფრო საიმედონი იყვნენ:

"გვინდოდა კარის მშრალად შენახვა და თუ გოლს გავიტანდით, თამაშს მოვიგებდით. ეს ასე მარტივია", - აღნიშნა კიპერმა კლუბის მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში - "თამაშამდე რომ მეთქვა, ფრედ დავასრულებდით, ბოლომდე კმაყოფილი ვიქნებოდი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ მოვიგებდით. ასე რომ, ორმაგი გრძნობები მაქვს. ნაწილობრივ ბედნიერი ვარ, რომ
კარი მშრალად შევინახე, მაგრამ ვიცი, რომ შეგვეძლო გაგვემარჯვა."

მეკარემ თქვა, რომ უპირველეს ყოვლისა, ისინი არასოდეს ნებდებიან და ყოველთვის ბოლო წუთამდე იბრძვიან. სილესენი იმედოვნებს, რომ გუნდის კარგ შედეგებს გააგრძელებს და მომავალ შაბათს "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გაიმარჯვებს:

"სახლში გამარჯვება ყოველთვის გვჭირდება. "მესტალიაზე", ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად, თორმეტნი ვთამაშობთ", - თქვა მან.

გიორგი მამარდაშვილი კი ისევ საკუთარ შანსს ელოდება, ბოლო პერიოდში სათამაშო პრაქტიკა მას საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ჰქონდა.

მომზადებულია superdeporte-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ