მიქაუტაძე - "ლიონისა" და ჩემპიონთა ლიგიდან სხვა კალიბრის მეტოქეებთან - ბელგიური მედია

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძე "სერენისთვის" მიმდინარე სეზონშიც კვლავ ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. საქართველოს ნაკრების ფიორვარდმა ცხრა მატჩში ექვსი გოლი გაიტანა.

გასულ სეზონში, დანტე ვანზიესთან ერთად ის 1B ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. არჩევანის უფლება რომ მისცე, ის არა აქ, არამედ ლიონის "ოლიმპიკში" ითამაშებდა (Sport Voetbal Magazine-ს ასე განუცხადა). მიქაუტაძე 7-დან 15 წლამდე სწორედ ამ კლუბში მოღვაწეობდა:

"ის დღე, როცა მითხრეს, რომ არ დამიტოვებდნენ, დიდი იმედგაცრუება იყო", - ამბობს გიორგი, რომელმაც ასევე თქვა, რომ "ლიონი" მისი საყვარელი კლუბია.

როგორც "ოლიმპიკის" ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეს, მას შანსი
მიეცა, ჩემპიონთა ლიგის მატჩების წინ მინდორზე უეფას ბანერი შეეტანა:

"ეს გავაკეთე "ბარსელონასა" და "რეალის" წინააღმდეგ. ლიონელ მესი, ტიერი ანრი და კრიშტიანო რონალდუ პირისპირ ვნახე", - განაცხადა მიქაუტაძემ.

შაბათს კი ქართველი ფორვარდი სულ სხვა კალიბრის ფეხბურთელებს დაუპირისპირდება - "სერენი", რომელიც 16 ქულით მე-15 ადგილზეა, "სტ. ტრუიდენს" უმასპინძლებს.

მომზადებულია voetbalkrant-ის მიხედვით 

altმიქაუტაძე გატანას ისევ ეცდება - "სერენმა" კარში ყველა დარტყმა გოლად აქცია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული