ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთ-ერთ უკანასკნელ პრესკონფერენციაზე რამდენიმე ფეხბურთელზე განაცხადა, რომ თუკი მათ კლუბებში სტაბილური სათამაშო პრაქტიკა არ ექნებათ, "ჯვაროსნებში" მოხვედრა გაუჭირდებათ. ჩამოთვლილთა შორის გურამ გიორბელიძეც იყო.

მომდევნო სანაკრებო მატჩებამდე ჯერ საკმაოდ დიდი დროა, თუმცა დრეზდენის "დინამოს" ჩვენებური კლუბს წარმატებით დაუბრუნდა და დღეს, 26 ნოემბერს, ამის გაგრძელების იმედი გვაქვს.

გასულ ტურში, დრეზდენელელებმა 5-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ იმარჯვეს ("დიუსელდორფთან", 1:0). მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაში მიშელ აკოტომ დაიწყო, თუმცა ის დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა, თანაც ადრევე გააფრთხილეს. დასკვნითი 15 წუთი გიორგელიძეს
დაეთმო, რომელსაც მანამდე 3 შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია და გურამის დაბრუნება გუნდისთვის იღბლიანი გამოდგა.

"დინამოს" 16 ქულა აქვს და მე-14 ადგილზეა, მისი უახლოესი მეტოქე (სტუმრად) "რეგენსბურგი" კი მე-4 პოზიციას იკავებს. შეხვედრა ჩვენი დროით 21:30 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების ფრანგი მთავარი მწვრთნელის ნათქვამი გიორგი აბურჯანიასაც ეხებოდა, რომლის "ჟილ ვისენტეც" "მორეირენსეს" სტუმრობს (00:15 სთ).

გიორგი ცოტას თამაშობს, მისი გუნდი კი 13 ქულით მე-8 ადგილზეა.

Sportall.Ge

ცოტა დრო ეძლევა ბელგიაში ლევან შენგელიასაც, რის გამოც ის სანიოლის რჩეულებში ვერ ხვდება. არადა, "ლეუვენის" ნახევარმცველმა გასულ ტურში საგოლე პასი შეასრულა, ეს მისთვის სეზონში მე-2 იყო და ამდენივე გოლის ავტორიცაა.

შენგელიას გუნდს არასტაბილური სეზონი აქვს, 17 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს და ჩემპიონატის ლიდერ "როიალ უნიონს" ესტუმრება. მათი გამორჩეული მოთამაშე, გასულ სეზონში ბომბარდირობისთვის ბრძოლაში გიორგი მიქაუტაძის მთავარი კონკურენტი დანტე ვანზიე ბრწყინვალე ფორმაშია - 9 გოლი და 7 შედეგიანი პასი.

შენგელიას სასტარტოში ველით, მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

Sportall.Ge

პოლონეთის პირველ დივიზიონში კი სანაკრებო შანსის მომლოდინე გიორგი მერებაშვილი ითამაშებს. ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 3 გოლი გაიტანა (საკმაოდ განმორჩეულები), თუმცა უკანასკნელ შეხვედრებში, ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან ერთვება. "პოდბერსკიძიემ" ბოლო 2 მატჩი ერთნაირი ანგარიშით (4:0) მოიგო, მე-4 ადგილს იკავებს და 26 ნოემბერს "ოდრას" უმასპინძლებს (23:30 სთ).


altსანაკრებო პაუზის წინ: იუბილარი ჩაკვეტაძის 6 წუთი, გიორბელიძე განაცხადში

altმიქაუტაძის გოლი და საგოლე პასი და შენგელიას საგოლე გადაცემა

altმერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ