ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ხვიჩამ სტატისტიკა უნდა გააუმჯობესოს" - ბრიტანელები კვარაცხელიას სატრანსფერო ამბებზე გააქტიურდნენ

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი სატრანსფერო პერსპექტივების მიმართ საუბარი ისევ გააქტიურდა. მოსალოდნელია, რომ დეკემბერში ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდება.

ბრიტანული hitc-ი წერს:

"სატრანსფერო ამბების გამო კვარაცხელია იმედგაცრუებული იყო და სეზონის სტარტზე დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა. გარემარბს, რომელიც შვედეთის ნაკრებთან დუბლის შემდეგ არიენ რობენსაც კი შეადარეს, რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 გოლი და 2 შედეგიანი პასი აქვს.

თუკი ხვიჩას სურს, ინგლისის პრემიერლიგის კლუბებს ინტერესი ისევ ჰქონდეთ, მაშინ იანვრის სატრანსფერო ფანჯრამდე სტატისტიკა უნდა გაამჯუბესოს."

შეგახსენებთ, sportall.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, კვარაცხელიას საფეხბურთო აგენტმა მამუკა
ჯუღელმა ხვიჩას მიმართ ინგლისური "ტოტენჰემის" ინტერესი დაადასტურა.

სატრანსფერო სეზონის გახსნამდე "რუბინი" 3 შეხვედრას გამართავს - მოსკოვის "დინამოს" მიიღებს, "ნიჟნი ნოვგოროდსა" და "კრილია სოვეტოვს" კი სტუმრად დაუპირისპირდება.

altკონკრეტიკა - როგორ და რა შემთხვევაში შეეცდება "ვილიარეალი" კვარაცხელიას შეძენას

altშოთა არველაძე: სიმეონემ და ოვერმარსმა მითხრეს, კვარაცხელია 20 მილიონი არ ღირსო

altGolden Boy 2021 გამოვლინდა - სადაც კვარაცხელიაც მონაწილეობდა



ასევე დაგაინტერესებთ