"ვალენსიას" სასტარტოში სიურპრიზებია მოსალოდნელი, თუმცა... - ესპანური მედია მატჩამდე

AutoSharing Option
"რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ (27 ნოემბერს, 19:15 საათზე) "ვალენსიას" სასტარტო თერთმეტეულში სიურპრიზებია მოსალოდნელი. "სოსიედადთან" შეხვედრის (0:0) შემდეგ, ხოსე ბორდალასი ძირითადში მოხვედრის შესაძლებლობებს აფართოვებს. სავარაუდოდ, 21 წლის უგო გილამონს პირველივე წუთებიდან ვიხილავთ. ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელს თამაში როგორც მცველად, ასევე საყრდენ ნახევარმცველად შეუძლია.

მოსალოდნელია, რომ ხოსე ბორდალასი კლასიკურ 4-4-2 სქემას აღადგენს, რადგან "ღამურები" საკუთარ მოედანზე თამაშობენ და უფრო მეტი შემტევი სჭირდებათ.

იასპერ სილესენი გიორგი მამარდაშვილთან დისტანციას ყოველდღიურად ზრდის. მცველები ხოსე გაია, ფრანგები - დიაჰაბი და ფოლქერი, ასევე პარაგვაელი ალდერეითი იქნებიან.

ნახევარდაცვაში ზემოთხსენებული
გილამონი, ვასი, სოლერი და ჰელდერ კოსტა მოგვევლინებიან. მათ შემტევ გონსალო გედეშთან ერთად თამაში შეუძლიათ. ჩვეულებრივ პირობებში მაქსი გომესი ითამაშებდა, მაგრამ უგო დუროს კარგი ფორმის გათვალისწინებით ("ატლეტიკოსთან" დუბლი შეასრულა), შესაძლოა, აქცენტი სწორედ მასზე გაკეთდეს."

მომზადებულია eldesmarque-ის მიხედვით

altმამარდაშვილის საკითხი სინგაპურში გადაწყდება?
altAS: მამარდაშვილის ტრანსფერის გასაჩარხად "დინამოში" დარეკვაღა დარჩა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგ არაფერი, მთავარია თვის ბოლომდე ხელშეკრულება გაუფორმონ და დანარჩენი მოვა... ახალგაზრდაა ჯერ და მიიღებს თავის შანსს აუცილებლად...
რა მაფიაა?
26 ნოემბერი 2021 23:04
0
მწვრთნელები ყოველთვის ერიდებიან მეკარეების შეცვლას.რაკი სილესენი ნორმალურად თამაშობს,მას არავინ შეცვლის.თუ რაღაც ექსტრემალური არ მოხდა.ეს მით უმეტეს ეხება უკვე გამოცდილ მეკარეს,რომელმაც ფორმა აღიდგინა და ძირითადში ადგილი დაიბრუნა.
სოსო
26 ნოემბერი 2021 15:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული