ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ვალენსიას" სასტარტოში სიურპრიზებია მოსალოდნელი, თუმცა... - ესპანური მედია მატჩამდე

AutoSharing Option
"რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ (27 ნოემბერს, 19:15 საათზე) "ვალენსიას" სასტარტო თერთმეტეულში სიურპრიზებია მოსალოდნელი. "სოსიედადთან" შეხვედრის (0:0) შემდეგ, ხოსე ბორდალასი ძირითადში მოხვედრის შესაძლებლობებს აფართოვებს. სავარაუდოდ, 21 წლის უგო გილამონს პირველივე წუთებიდან ვიხილავთ. ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელს თამაში როგორც მცველად, ასევე საყრდენ ნახევარმცველად შეუძლია.

მოსალოდნელია, რომ ხოსე ბორდალასი კლასიკურ 4-4-2 სქემას აღადგენს, რადგან "ღამურები" საკუთარ მოედანზე თამაშობენ და უფრო მეტი შემტევი სჭირდებათ.

იასპერ სილესენი გიორგი მამარდაშვილთან დისტანციას ყოველდღიურად ზრდის. მცველები ხოსე გაია, ფრანგები - დიაჰაბი და ფოლქერი, ასევე პარაგვაელი ალდერეითი იქნებიან.

ნახევარდაცვაში ზემოთხსენებული
გილამონი, ვასი, სოლერი და ჰელდერ კოსტა მოგვევლინებიან. მათ შემტევ გონსალო გედეშთან ერთად თამაში შეუძლიათ. ჩვეულებრივ პირობებში მაქსი გომესი ითამაშებდა, მაგრამ უგო დუროს კარგი ფორმის გათვალისწინებით ("ატლეტიკოსთან" დუბლი შეასრულა), შესაძლოა, აქცენტი სწორედ მასზე გაკეთდეს."

მომზადებულია eldesmarque-ის მიხედვით

altმამარდაშვილის საკითხი სინგაპურში გადაწყდება?
altAS: მამარდაშვილის ტრანსფერის გასაჩარხად "დინამოში" დარეკვაღა დარჩა

ასევე დაგაინტერესებთ