ტოპ-ჩემპიონატებში ხვიჩას მეტს მოსთხოვენ - რუსული ანალიტიკა

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინი" მოსკოვის "დინამოსთან" დამარცხდა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი აქტივში მშვენიერი საგოლე პასი ჩაიწერა. Eurosport.ru ქართველ გარემარბზე  ანალიტიკურ სტატიას გვთავაზობს:

"კვარაცხელიას მიმართ ინტერესი "იუვენტუსსა" და "ტოტენჰემს" ჰქონდათ, თუმცა გარემარბს 30 ივლისის შემდეგ კლუბში გოლი არ გაუტანია და ამ მდგომარეობაში "ნორვიჩიც" კი არ მოელაპარაკება. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა შვედეთის ნაკრების კარში დუბლი შეასრულა და მეტოქე შოკში ჩააგდო.

ხვიჩა “რუბინში” საპირისპირო გარემარბს თამაშობს: მემარჯვენეა და მარცხენა ფლანგიდან უტევს. სამუშაო ფეხთან მინდვრის კიდის შეუსაბამობა ვარსკვლავს საშუალებას აძლევს, დასარტყმელ პოზიციებზე იოლად გავიდეს - საკმარისია, ბურთი
კომფორტულ მხარეს გადაიტანოს.

ერთი შეხედვით, ხვიჩა სასურველ ადგილას თამაშობს. პარადოქსი: ეს მოთამაშეს  ზღუდავს. მატჩების ზოგიერთ ნაწილში "რუბინის" გარემარბი ერთფეროვნებაში გადადის და მხოლოდ მარჯვენა მხარეს მიდის. საუკეთესო მაგალითი "ლოკომოტივთან" თამაშია.

პირველ ტაიმში ხვიჩამ მარჯვენა მხრიდან კომფორტული დრიბლინგები ამჯობინა. სავარაუდოდ, შესვენების დროს ლეონიდ სლუცკიმ ყურადღება ერთფეროვნებაზე გაამახვილა. მეორე ტაიმში კვარაცხელიამ უფრო ხშირად დაიწყო მარცხნივ წასვლა. 66-ე წუთზე ქართველის ატიპური აჩქარება სეად ხაქსაბანოვიჩზე პასითა და გოლით დასრულდა. 

ხვიჩას მარცხნიდან შეტევა 81-ე და 91-ე წუთებზე განმეორდა - უშედეგოდ. პირველად კვარაცხელია ბანალურად გავიდა ფლანგზე, მეორედ - მალევე დაარტყა. ასე რომ, ქართველის მარცხნივ დრიბლინგი არასტაბილურია.

Sportall.Ge

კვარაცხელია ზედმეტად მიჩვეულია მარჯვნივ, სამუშაო ფეხის ქვეშ მოძრაობას, თუმცა "უფას" მარცხნიდან შესვლით გაუტანა - გოლი გაუქმდა.

ხვიჩასაც არ უყვარს, როცა ფეხებში ურტყამენ და კონტაქტისგან ხშირად ეცემა. ცსკა-სთან თამაშის 36-ე წუთზე კვარაცხელია მეტოქის საჯარიმო მოედანს მიუახლოვდა, სადაც მაქსიმ მუხინი დაუხვდა. სანამ გარემარბი ფიქრობდა, რომელი მიმართულებით აჩქარებულიყო, მოწინააღმდეგემ ბრძოლაში ბურთი აართვა. "რუბინის" ლიდერი გაზონზე დაეცა და პენალტი მოითხოვა.

კიდევ ერთი მაგალითი "ლოკოს" წინააღმდეგ თამაშს უკავშირდება. 34-ე წუთზე ხვიჩამ ბურთი ჩაიგდო და მცველი ჩამოიტოვა, თუმცა მცირე კონტაქტი იგრძნო  და საჯარიმო დარტყმის იმედად დაეცა.

მიუხედავად გარეგნული სიგამხდრისა, ხვიჩა არ არის პრემიერლიგის ყველაზე სუტი მოთამაშე. ქართველი ოსტატურად ტრიალდება, დრიბლინგის ფარგლებში კი ან ერიდება კონტაქტს ან სასტვენის იმედად ეცემა.

როგორც ნებისმიერი ტექნიკური ფეხბურთელი, ხვიჩაც ოდნავ თავისუფლებაში თავს უკეთ ავლენს. ქვემოთ მოცემულია ეპიზოდი "ლოკომოტივთან" თამაშიდან. კვარაცხელიამ ბურთი კონტრშეტევაზე მოიპოვა და მეტოქეების გარემოცვაში აღმოჩნდა, რომლებიც არცთუ ისე მჭიდროდ იბრძოდნენ. გარემარბმა იოლად გაათრია ბურთი და პარტნიორს გადასცა.

Sportall.Ge

ხვიჩაზე დაკვირვებებმა ორი დასკვნა გამოგვატანინა. პირველი - ქართველს არ უყვარს მარცხნიდან შეტევა, თუმცა ზოგჯერ ამას ეფექტურად აკეთებს; მეორეც, კვარაცხელია იოლად ეცემა და ჯარიმებზე მიანიშნებს. რამდენიმე მახასიათებელი "რუბინისთვის" გარემარბის ღირებულებას არ ამცირებს, მაგრამ ევროპაში მომავალი ტრანსფერის სკეპტიკურ შეფასებას იწვევს.

ტოპ-ლიგაში გადასვლისას ხვიჩა, შესაძლოა, მეორე ალექსეი მირანჩუკი გახდეს. 2020/21 წლების სეზონში "ლოკომოტივის" ყოფილი ფეხბურთელი ჯანპიერო გასპერინისა და "ატალანტას" სტანდარტებს მიუახლოვდა, მაგრამ მერე ევროპულ გარემოში წარმატებას ვერ მიაღწია.

რჩეულ ჩემპიონატებში ხვიჩას ძალასაც მოსთხოვენ და სხვადასხვა დრიბლინგს. იმ მიდგომას, რაზეც ვსაუბრობთ, იქ არ აპატიებენ.

თუ ხვიჩას სურს ევროპაში გადასვლა, კომფორტის ზონის მიღმა უნდა იმუშაოს. პლანეტის საუკეთესო დრიბლიორების - ლიონელ მესის, ედენ აზარის მოქმედებები, სხვა საკითხებთან ერთად, შეკუმშულ სივრცეებში თამაშზეა აგებული.

არ მინდა ხვიჩას სიზარმაცე დავაბრალო - ამის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ ერთი შეხედვით, სატრანსფერო ჭორებმა კვარაცხელიაზე მართლაც იმოქმედა. ევროპაში გადასვლა რეალურია, ამისთვის მეტი ძალისხმევაა საჭირო."

alt"ხვიჩამ სტატისტიკა უნდა გააუმჯობესოს" - ბრიტანელები კვარაცხელიას სატრანსფერო ამბებზე გააქტიურდნენ

altკონკრეტიკა - როგორ და რა შემთხვევაში შეეცდება "ვილიარეალი" კვარაცხელიას შეძენას

altშოთა არველაძე: სიმეონემ და ოვერმარსმა მითხრეს, კვარაცხელია 20 მილიონი არ ღირსო

მკითხველის კომენტარები / 9 /
ცდილობენ ფეხი მოამტვრიონ და რისთვის გაწიროს კარიერა?
Რაგბის ფანი
30 ნოემბერი 2021 03:20
0
რუსები ჯობია გაჩუმდნენ. ზედმეტ პროფესორობას თავი გაანებონ. რაც მეტს ილაპარაკებენ მით უარესი იქნება მაგათთვის.
1.
29 ნოემბერი 2021 08:26
3
მერე მარცხნივ თუ ვერ თამაშობს ჩვენ აურქაცხელი რაოდენობის ფეხბურთელი გვყავს რომელიც მარცხნივ ითამაშებს და საბა ლობჟანიძე დაჯდება იქ სადაც მისი ადგილია-სკამზე ან გაფართოებულ შემადგენლობაში.
sddd
28 ნოემბერი 2021 16:44
12
"ბრწყინვალეა ანალიზია", მაგრამ იგრძნობა "გრუ"- ს კვალი! ერთი აკლია ამ ანალიზს - რამდენჯერ იხედება მარჯვნივ ან მარცხნივ? გამახსენდა რუსულ ჟურნალ "სპორტივნიე იგრი"- ში მიშა მესხის ფინტების სქემატური გარჩევა, რომელიც გადაღებული იყო ფირზე და ამუშავებდნენ შენელებული კადრის ჩვენებით. ბოლოს რუსმა ანალიტიკოსებმა დადეს დასკვნა, რომ მიშა ქათამის სირბილის, ან პეპელის ფრენის იმიტაციის გამოყენებით მოძრაობს - მხოლოდ ბურთთან ერთად - ამიტომ მას ევრიუჟიხინი ჯობდა, რომელიც თავის დარტყმულ ბურთს წინ ხვდებოდა ისეთი სიჩქარით დარბოდა. ვაი მაგათ პატრონს. თუ ასეთი მაგარი ანალიტიკოსები არინ ერთი რუსი "დრიბლიორი" ფეხბურთელი გაზარდონ!
ვაჟა მასწავლებელი
28 ნოემბერი 2021 15:38
5
ოთხმოციანებში, როცა ბრაზილიელები დაფრინავდბენ ერთმა ბრაზილიელმა არ მახსოვს ვინ იყო ქუსლით პასი გააკეთა და პა სპარტაკოვსკი სიგრალო კომენტატორმა.
ხვიჩა რომ საუკეთესოა ფაქტია და ვერ ინელებენ რუსეთში ყველას რომ სჯობია.
ხვიჩა მართალია-ამაზე მეტის ჩვენებას არ იმსახურებენ რუსები .სხვაგან მეტს მოინდომებს. თან ცხადია ფეხს ზოგავს. ჩართული ბენზოხერხით დასდევენ ხომ ხედავთ
ვანჩოპე
29 ნოემბერი 2021 10:20
0
ამას წინათ,ერთმა რუსმა "სპეციალისტმა"რომელიღაც თანამედროვე რუს ფეხბურთელს შეადარა მესხი და აღნიშნა,რომ ამ ფეხბურთელს,გაცილებით მეტი ფინტები აქვს,ვიდრე მიხეილ მესხს და მესხი მასთან, ახლოსაც ვერ მოვა.რას ვიზამთ?ასეთებს საშველი არა აქვთ.გენადი ევრიუჟიხინზე აქვს ნათქვამი ეროსი მანჯგალაძეს:"-გენადი ევრიუჟიხინი,ბორბლებზე შემდგარი დოღის ცხენივით დარბოდა".დინამოს მცველი,რეზო ძოძუაშვილი,მას არც კი დასდევდა.ევრიუჟიხინი გაიგდებდა ბურთს და მისდევდა.სისწრაფე იცოცხლე,ჰქონდა.მიხიჩა სადღაც ბოლოში ელოდებოდა ხოლმე და გაგდებულ ბურთს,პოზიციურად ართმევდა.ყოველგვარი ბრძოლის,სირბილის გარეშე.ერთი სიტყვით თვითონაც ერთობოდა და მაყურებელსაც ართობდა.
სოსო
28 ნოემბერი 2021 18:47
0
მადლობა კარგი ანალიზისთვის, მაგრამ რასაც ითხოვთ მხოლოდ მენტალური მომზადებით მიიღწევა. რატომ არ ამბობთ, რომ ხვიჩას მენტალური მომზადება არ უტარდება?
Guja Kakhadze
28 ნოემბერი 2021 14:15
5
კარგი და ყურადსაღები ანალიზია
levan
28 ნოემბერი 2021 13:10
5
ყველა ნაბიჯს იმიტო განიხილავენ რომ რუსეთში ყველას ჯობია
ფანი
28 ნოემბერი 2021 12:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული