ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

საქართველოს ნაკრების მცველის გამორჩეული შეფასება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ავსტრიის ჩემპიონატის მე-16 ტურში ლუკა ლოჩოშვილის "ვოლფსბერგერმა" "ადმირა" სტუმრად 1:0 დაამარცხა და ბუნდესლიგაში მე-2 ადგილს იკავებს. საქართველოს ნაკრების მცველს კარგი შეხვედრა ჰქონდა, მაღალი შეფასება დაიმსახურა და სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

fotmob-მა ლუკას თამაში 8.1-ით შეაფასა, რითაც ის მხოლოდ შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორ ლიედლის (8.7) ჩამორჩება. 

Sportall.Ge

რაც შეეხება ანალიტიკურ პორტალ Sofascore-ს - ლოჩოშვილის გარჯას 7.8 დაუწერა და ავსტრიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

მიმდინარე სეზონში "ჯვაროსნების" 23 წლის მცველმა საკუთარი გუნდის 14 შეხვედრაში იასპარეზა. 5 დეკემბერს "ვოლფსბერგერი" უკანასკნელ პოზიციაზე მყოფ "ალტახს" უმასპინძლებს.

altმიქაუტაძე

"სიტის" ყოფილი ვარსკვლავისა და ევროპის გამორჩეული ტალანტის წინააღმდეგ

altქეცბაიამ კაჭარავა დააბრუნა, ქართველების "აპოელის" თამაში მალევე შეწყდა