"ქართველები - ხალხი, რომელიც ფეხბურთს აღმერთებს" - "რუბინის" ექსმწვრთნელი ხვიჩაზე, ბექაზე, ზურიკოსა და ნიკაზე

AutoSharing Option
"რუბინის" ყოფილმა მწვრთნელმა რომან შარონოვმა БИЗНЕС Online-თან ვრცელ ინტერვიუში ყოფილი შეგირდების და მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

- მოდით, "რუბინში" თქვენი მუშაობა გავიხსენოთ. პირველ რიგში, ხვიჩა კვარაცხელია გვაინტერესებს. ახლა ის ლიდერია, თქვენს დროს კი სრულად მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა. რატომ თამაშობდა ქართველი ასე ცოტას?
- შეგიძლიათ ხვიჩას ჰკითხოთ, დავინახე თუ არა მისი პოტენციალი. დააზუსტეთ მასთან, რაზე ვლაპარაკობდით.

- და რაზე?
- მე მას ვეუბნებოდი, რომ ევროპის კლუბში მოსახვედრად დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ამისათვის დიდი სამუშაო უნდა შეესრულებინა. ეს მხოლოდ ბურთით მის
თამაშს არ ეხებოდა. რატომ თამაშობდა ცოტას: ბევრ ისეთ გადაწყვეტილებას იღებდა, რომლებიც გუნდისთვის სასარგებლო არ იყო. ხვიჩას თამაშის სტაბილურობის ამაღლება სჭირდება. აგრეთვე, შედეგიანობას უნდა მოუმატოს.

- მაშინ "რუბინში" ქართველთა დიდი დიასპორა იყო. ეს ურთიერთობის მხრივ რაღაც პრობლემას წარმოადგენდა?
- სირთულე მხოლოდ ერთი გახლდათ: ხვიჩა და ბექა (მიქელთაძე) რუსულად საერთოდ ვერ ლაპარაკობდნენ. ეს იყო სირთულე კომუნიკაციასა და საუბარში. არ ვიცი, რამდენად ესმოდათ ჩემი. დიახ, არის საფეხბურთო სლენგები, მაგრამ ჩემთვის უფრო ადვილია, რუსულად მოლაპარაკე ფეხბურთელს ავუხსნა, ხოლო ქართველებთან უფრო რთული იყო.

- მაგრამ ხომ არის თარჯიმანი?
- დიახ, მაგრამ ეს სულ სხვაა, არაპირდაპირი კონტაქტია. მწვრთნელისგან ინფორმაცია გაჩხაკუნებასავით მიდის, ხოლო სანამ ის ამას გადაუთარგმნის, უკვე გვიანი იქნება. ამიტომ ვცდილობდით, ერთი-ერთზე გვესაუბრა. რაღაც მომენტში მე ვთქვი, რომ თარჯიმანს მხოლოდ საყოფაცხოვრებო საკითხებში გამოვიყენებდი. საფეხბურთო საკითხებში მათ თავად მართებდათ ნათქვამის გაგება. სწორედ ეს გამოვცადე, როდესაც კვიპროსში ვიყავი.

- იმ ქართველების სათამაშო დონე კითხვებს ბადებდა: ბექაც და ყიფიანიც საბოლოოდ რუსეთის პრემიერლიგის მიღმა აღმოჩნდნენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაც ქართველთაგან ხვიჩას "დანაწონად" მოვიდა...
- ეს კითხვა მე არ მეკუთვნის. არ ვიცი, როგორ ხორციელდებოდა ტრანსფერები. მე მაძლევდნენ ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდში იყვნენ. დიახ, ვეუბნებოდი, თუ რომელი პოზიციის გაძლიერება იყო საჭირო. ეს დიალოგის პროცესში ხდებოდა, მაგრამ გადაწყვეტილებებს მე არ ვიღებდი. რაც შეეხება ამ მოთამაშეებს: ყველა ფეხბურთელს აქვს საუკეთესო თვისებები, რომელთა გამოყენება შეიძლება. ბექაზე საუბრისას, მის სისწრაფეს აღვნიშნავ. ყოველთვის უნდოდა ბურთი, ამიტომ უკან ღრმად ჩადიოდა და არ გარბოდა ზურგსუკან. ტექნიკურად ის კარგადაა აღჭურვილი.

ნიკაც (ყიფიანი), სამწუხაროდ, არ გვაძლევდა დონით იმის უფლებას, რაც უფრო მეტი თამაშის საშუალებას მისცემდა. შემტევია, მის პოზიციებზე კი, სადაც შეეძლო ეასპარეზა, კონკურენტები სჯობნიდნენ. პაშა მოგილევეცი და სლავა პედბერეზკინი უფრო ძლიერები იყვნენ. საერთოდ კი, თამაშისადმი დამოკიდებულების მხრივ არც ბექას, არც ყიფიანის, არც ხვიჩას და არც ზურიკოს (დავითაშვილი) მიმართ მე კითხვები არ მქონდა. ისინი ქართველები არიან - ხალხი, რომელიც ფეხბურთს აღმერთებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რადგან რუსული არ იცოდა იმიტომ არ ათამაშებდა?:დ
რა სისულელეა. სლუცკის მოსვლის დროსაც არ იცოდა რუსული მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია კვარასთვის.
ენის ბარიერი კი არის ხელის შემშლელი მაგრამ რომ გადავხედოთ დიდ გუნდებს, უამრავი ფეხბურთელი მისულა გუნდში და დამკვიდრებულა ენის ცოდნის გარეშე. ყველაზე ნაკლები პრობლემაა ეგ 21 ე საუკუნეში.
არაპროფესიონალი და არასაფეხბურთო ქვეყანაა, მაგიტომაც ჩაგრავდნენ ნიჭიერს. დააბრალონ ახლა ენის ბარიერს. სისულელე სრული.
კიდევ კარგი ის ნორმალური მწვრთნელი მაინც მოვიდა კვარას იღბალზე :დ
Skeleton
02:20 01-12-2021
4
ფეხბურთი და ჯეირანი..ჯეირანის მსოფლიო რეიტინგში მაგრა წავიწიეთ ევროპის ოქროს ტურბოს ნაკლეიკის მერე
Levani
22:33 30-11-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული