მიქაუტაძის გოლი და საგოლე პასი - "სერენი" პენალტების სერიაში დამარცხდა

AutoSharing Option
ბელგიის თასის მერვედფინალში გიორგი მიქაუტაძის "სერენი" საკუთარ მოედანზე "ანდერლეხტთან" პენალტების სერიაში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მასპინძლები მე-10 წუთზე პენალტით მაზიზმა დააწინაურა, მე-17 წუთზე კი თერთმეტმეტრიანი მიქაუტაძემ გამოიყენა და ანგარიში 2:0 გახდა. ამის შემდეგ სტუმრებმა 3 გოლი გაიტანეს და წინ გაიჭრნენ. მე-60 წუთზე მიქაუტაძემ კარის წინ უმეთვალყურეოდ მყოფ მაზიზს უპასა და მან თანაფარდობა აღადგინა. ძირითადი დრო 3:3 დასრულდა და დამატებითი დრო დაინიშნა. გუნდებს დაღლა დაეტყოთ, მეტი გოლის გატანა ვერ შეძლეს, პენალტების სერიაში ქართველმა თავდამსხმელმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი, თუმცა მისი გუნდი
3:4 დამარცხდა.

გიორგიმ ამ სეზონში „სერენში“ ყველა ტურნირზე 11 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
უკვე ტოპია! ეს რო ანდერლეხტში თამაშობდეს, ყველა თამაშში 2-2-ს შეაგდებდა
Zaza
02 დეკემბერი 2021 02:47
0
საკმაოდ სუსტ გუნდში იტანა გოლებს მაქს 3 წელში ტოპი იქნება ნახეთ ( თუ ტრავმებმა არ გააწვალა )
ნიმბუსი
01 დეკემბერი 2021 09:20
0
ტრავმები საქართველოში გაზრდილებს ემართებათ, რაც არასწორი ვარჯიშების ბრალია, მიქაუტაძეს ეს არ ემუქრება, ასე რომ მალე ტოპი უნდა გვყავდეს!
Irakli
01 დეკემბერი 2021 12:21
0

სიახლეები პოპულარული