საქმე უკვე სერიოზულადაა - ჩაკვეტაძე ისევ განაცხადს მიღმაა

AutoSharing Option
ერთ დროს "გენტის" წამყვანი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმებმა უკან დახია, მაგრამ ახლა ჯანმრთელია და გუნდის განაცხადში ვერ ხვდება.

მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა "ლომელთან" თასზე მოგებული (2:0) გასვლითი მატჩის წინ განაცხადა, რომ ჩაკვეტაძის საქმისადმი დამოკიდებულებით უკმაყოფილოა და თავად იქმნის პრობლემებს.

4 დეკემბერს "გენტი" ბელგიის ჩემპიონატის მე-17 ტურში სტუმრად "ლევენს" შეხვდება, გიორგი კვლავ ვერ მოხვდა განაცხადში და ეს მიუხედავად იმისა, რომ ვანჰეზებრუკის განკარგულებაში სვენ კუმსი და რომან ბეზუსი არ არიან და მხოლოდ 5 ნახევარმცველი ჰყავს.

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე გუნდის თავკაცმა საკადრო პრობლემებსა და ჩაკვეტაძეზე
საერთოდ არაფერი არ თქვა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ეტყობა ტრამვას ელოდება, ჩაკვეტაძე და ტრამვა ხომ პური და წყალივით არიან ერთად?))
ესტონეთი
14:26 05-12-2021
0
მე მწვრთნელის მესმის მწვრთნელი ორიენტირებულია შედეგზე და სჭირდება ისეთი ფეხბურთელები რომლებსაც ენდობა რომ შედეგს დადეგებენ ,როდესაც ზედიზედ ამდენ თამაშს რომ გამოგატოვებინებენ და არ შეგიყვანენ განაცხადში ეს უკვე დიაგნოზია დიაგნოზია იმის რომ მწვრთნელი არ არის კმაყოფილი მისი თამაშით და ვეღარ ხედავს მას გუნდში და რაც ყველაზე სამწუხაროა არამხოლოდ ძირითადში აღარ ხედავს არამეტ სკამზეც აღარ სვამს მწვრთნელის ინტერვიუდანაც ჩანდა რა დამოკიდებულება აქვს ჩაკვეტაძის მიმართ ვფიქრობ კლუბიდან გასაშვებად ამზადებენ და შეიძლება ეს კარგიც იყოს თუ ამ ზამთარშივერ შეიცვლის გუნდს ახალი გუნდი ახალი მწვრთნელი ახალი ჩემპიონატი შეიძლება თავიდან დაწყება ყველაფერის მაგრამ თუ თავად გიორგი არ მოიდომებს არ ივარჯიშებს არ ჩადებს ყველაფერს სხვანეირად ვერც ერთ გუნდში ვერ მოიკიდებს ფეხს ფეხბურთი შრომატევადი სპორტია მხოლოდ ნიჭის ხარჯზე დიდი ფეხბურთი არავის უთამაშია შრომაა საჭირო მის თანგუნდელ დევიდზე ამბობდნენ რომ მხოლოდ თამაში და ვარჯიში აინტერესებს სხვა არაფერს არ აკეთებსო ფეხბურთის გარდა სხვა ინტერესი არ აქვსო და შეხედეთ სადაა დევიდი ახლა და რამხელა პერსპექტივები აქვს უკვე ბაირნი არსენალი და ამ დონის გუნდები უყურებენ და რა დონეზე თამაშობს და სადაა ჩაკვეტაძე? მე როგორც გულშემატკივარს იმედი მაქვს გიორგი დაიწყებს კაი დონეზე თამაშს ისევ მაგრამ როგორც ჩანს ამ კლუბში მისი კარიერა დასრულებულია.
გიო
23:48 04-12-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული