ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გაგნიძე "ურალის" ძირითადში დამკვიდრდა და მოსკოვში "ლოკომოტივის" დამარცხებაშიც შეიტანა წვლილი

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოდან" იჯარის წესით გაშვებული 18 წლის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე "ურალის" ძირითად შემადგენლობაში მკვიდრდება.

ქართველმა რუსეთის პრემიერლიგაზე უკვე მეორე მატჩი დაიწყო ძირითად შემდგენლობაში და საკმაოდ დამაჯერებლადაც ირჯება. "სოჭისთან" გასულ ტურში საშინაო შეხვედრაში (1:1) შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ამჯერად მოსკოვში "ლოკომოტივთან" 88-ე წუთამდე.

აი, რას წერენ მატჩის რეპორტაჟში sports.ru და championat.com-ი:

- კამანო მარჯვენა ფლანგზე შესანიშნავად გასცდა მეტოქეს, გადაცემა ბეკა-ბეკას გაუკეთა, მაგრამ გაგნიძემ შეავიწროვა და გოლი არ გაატანინა!
- პაბლომ მოედნის ცენტში გაგნიძე მოცელა და დამსახურებული ყვითელი ბარათი მიიღო.
- გაჯიმურადოვმა "ლოკომოტივის" საჯარიმოში გამჭოლი
პასი გააკეთა, გაგნიძემ ერთი შეხებით დაარტყა, თუმცა ედვაიმ კარგად შესრულებულ ვარდნაში დაბლოკა ბურთი!
- როგორც ჩანს, ახლა გაგნიძე მატჩში ყველაზე უაზრო ყვითელ ბარათს მიიღებს. ჯერ იმუდარებოდა მისთვის საკაცე მიეტანათ, რათა გაეყვანათ, ხოლო როდესაც მსაჯმა მოედნის მიღმა განდევნა, ისე ნელა წავიდა, რომ აიძულა ლევნიკოვი ყვითელი ბარათით დაესაჯა. დიდხანს ტოვებდა მოედანს, არბიტრმა ჩათვალა, რომ ტრავმა გააფორმა და გააფრთხილა. მრავალტანჯული ლუკას ნაცვლად შეცვლაზე პოდბერეზკინი შევიდა.

Sportall.Ge

მსაჯმა 47-ე წუთზე დედაქალაქელთა მცველი ედვაი გააძევა, ეკატერინბურგულმა გუნდმა კი 42-ე წუთზე გატანილი პენალტით 1:0 გაიმარჯვა. ეს 2 თვის შემდეგ შალიმოვის შეგირდების პირველი მოგებაა, ბოლო 5 შეხვედრაში არ დამარცხებულან, 17 ტურის მერე 16 ქულით მე-12 ადგილზე არიან და 11 დეკემბერს სტუმრად "როსტოვს" შეხვდებიან.

"ურალში" შეუცვლელად ითამაშა ლეო გოგლიჩიძემ, ცსკა-დან "ლოკოში" გადასული კონსტანტინე მარადიშვილი კი 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე - ორივენი რუსეთის მოქალაქეები არიან.

ასევე დაგაინტერესებთ