მინოლემ მიქაუტაძეს არ გაატანინა - "ბრიუგემ" პსჟ-სთან შეხვედრამდე "სერენს" სძლია

AutoSharing Option
ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-17 ტურში "სერენი" გასვლაზე 2:3 დამარცხდა "ბრიუგესთან", რომელიც 7 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პარიზში პსჟ-ს შეხვდება.

სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ, ძალიან აქტიური იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მეორე ტაიმშიც ჰქონდა მომენტები, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა "ლივერპულის" ყოფილი მეკარე მინოლე.

გიორგიმ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 11 გოლი გაიტანა, "სერენი" კი 19 ქულით ჩემპიონატზე მე-15 ადგილზეა და 11 დეკემბერს "ანდერლეხტს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გიორგი თამაშიდან თამაშამდე უმატებს... წარმატებები შემდგომშიც!!!
tngh
05 დეკემბერი 2021 14:32
0
ძალიან კარგად ითამაშა, ყველაზე სახიფათო იყო,რამდენჯერმე ხელსაყრელ პოზიციაზე პასები არ მისცეს, თორემ უეჭველი გაიტანდა, ვოლკოვი და ჟორჟი სხვადასხვა სტილის თავდამსხმელები არიან, საინტერესოა ორივე ერთად როგორ ითამაშებდა, ვოლკოვი თავით და ჟორჟი ფეხებით.
მინდია
05 დეკემბერი 2021 02:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული