სუპერაქტიური ზურიკოს გოლი-შედევრი და "არსენალის" გამარჯვება "ხიმკისთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში "არსენალმა" სტუმრად "ხიმკი" 2:1 დაამარცხა, ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ამაში მნიშვნელოვანი წვლილი ზურიკო დავითაშვილმა შეიტანა.

36-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით მასპინძლები მირზოვმა დააწინაურა, სტუმრებმა კი ანგარიში 61-ზე ზურიკო დავითაშვილის შედევრით გაათანაბრეს. ქართველმა შემტევმა რეიდი მოაწყო და მეტოქის კარის "ცხრიანი" აიღო. საერთოდაც, ქართველი ძალიან აქტიური იყო: 24-ე წუთზე მის მიერ თავით დარტყმული ბურთი მეკარემ საოცარ ნახტომში მოიგერია, ხოლო 90-ე წუთზე "ხიმკის" მცველი იდოვუ ეუხეშა, რომელსაც მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა.

"არსენალმა" გამარჯვებას 87-ე წუთზე, კანგვას გოლით
მიაღწია. ტულელებმა  "ზენიტი" (2:1) დაამარცხეს, ზურიკომ თავი მაშინაც გამოიჩინა. მიმდინარე ტურნირზე მან 15 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გუნდი, რომელიც უკვე მე-11 ადგილს იკავებს, 11 დეკემბერს ცსკა-ს ესტუმრება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
შესანიშნავი გოლი იყო!!! ბრავო ზურიკო!!!
tngh
14:50 06-12-2021
0
ძალიან ხშირად ვიხსენიებდი ზურიკოს კომენტარებში, სულ უმატებდა, ყველა მის ასეთ მომენტებს ბოლოს სიზუსტე აკლდა, უფრო სწორედ კლასი აკლდა, მაგრამ ეტყობოდა ეგრევე, რომ თუ ასეთი მონდომებით იმუშავებდა საკუთარ თავზე, აუცილებლად გაისწორებდა მიზანს, ეს უკვე მისი მეორე ანალოგიური გოლია, ორივე შედევრი იყო. თუ ასე გააგრძელა, ძალიან მაგარი ძალა იქნება ნაკრებისათვის, გუნდსაც მალე გამოიცვლის, მთავარია არ იჩქაროს და სწორი არჩევანი გააკეთოს. რატომღაც ძალიან მჯერა ამ ბიჭის. წარმატებები ზურას ნაკრებთან ერთად!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული