სლუცკი - ხვიჩას მოსროლილ ხელთათმანზე: შესვენებაზე უნდა შემეცვალა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში ერთ-ერთ აუტსაიდერ "ნიჟნი ნოვგოროდთან" სტუმრად წაგებულ მატჩში (1:2) "რუბინის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია 52-ე წუთზე შეცვალეს. გულშემატკივრებმა მეკარე იური დიუპინი გააკრიტიკეს, ხოლო მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის "ფიზრუკი" უწოდეს და მის გადაყენებას მოითხოვენ. ზოგიერთი კი აღნიშნავს, რომ გუნდის თავკაცს უკეთესი შედეგის საჩვენებლად სათანადო შემადგენლობა არ ჰყავს. აი, რა თქვა სლუცკიმ შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე.

- რასთანაა დაკავშირებული ხვიჩას ასე ადრეული შეცვლა? თუ მოსროლილი ხელთათმანით ვიმსჯელებთ, ის შეცვლით უკმაყოფილო დარჩა?
- არ ვიცი, უკმაყოფილოა თუ კმაყოფილი, მაგრამ მოედანზე მოქმედების მიხედვით, ჯერ
კიდევ შესვენებაზე იყო შესაცვლელი.
- თქვენი გუნდი ამ სეზონში უკვე მეორედ დამარცხდა "ნიჟნი ნოვგოროდთან". თქვენი აზრით, ეს ერთჯერადი ნეგატიური შედეგია თუ გუნდის კრიზისის მაჩვენებელი?
- შემდეგი კითხვა.

- დრეიერმა მეშვიდე გოლი გაიტანა, უახლოეს მდევარ ბომბარდირების ანგარიშზე მხოლოდ 2 გოლია. თუ გასულ სეზონში გუნდი დესპოტოდმოკიდებულებას განიცდიდა, ახლა დრეიერდამოკიდებულება დაიწყო?
- ჩვენ გვქონდა კვარაცხელია-დამოკიდებულება, დესპოტოვიჩ-დამოკიდებულება და მაკაროვ-დამოკიდებულება. თუ ასე ვიმსჯელებთ, მსოფლიოში, ალბათ, ყველა გუნდი ვიღაცაზე დამოკიდებულებას განიცდის, თუ ჰყავს ისეთი მოთამაშე, რომელსაც ბევრი გოლის გატანა შეუძლია.

მკითხველის კომენტარები / 21 /
რუბინის მთავარი პრობლემა სლუცკია! პირველ რიგში მას აქვს ჩავარდნა და არა ხვიჩას! გაუგებარია რა სტილში ათამაშებს ფეხბურტელებს? დაცვაში თამაში ვერა და ვერ დაალაგა არადა გაგნიძის ურალი რომელშიც სულაც არა არიან მაღალი დონის ფეხბურთელები გაცილებით უკეთესად თამაშობს დაცვაში.
რობი
06 დეკემბერი 2021 13:43
5
თუ ეს ბიჭი დროზე არ წამოიყვანეთ...- რუსულ ჭაობში დაიძირება, თან რუსეთის საშუალო დონის გუნდში ...მენტალურად დაასუსტებენ და მერე დასავლურ კლუბებში, წამყვანში კი არა - საშუალო დონის კლუბშიც- ვეღარ ითამაშებს.
რასაც ვამბობდი- გადასვლის დღიდან.
არადა ინგლისში, ან გერმანიაში - მაგარ ფორმაში დააყენებენ, ფიზიკურად, მენტალურად მაგრად გააძლიერებდნენ.
გლახუნა
06 დეკემბერი 2021 12:23
6
ხვიჩაა მიხედე თამაშს ძალიან მოუკელი დაბრუნდი ბაზაზე და ძველებურად შეუბერე


წარმოიდგინე რომ ჯარში ხარ და რუბინში უნდა მოიხადო )

შენი ძია სლუცკი ლონია
სლუცკი ლონია
06 დეკემბერი 2021 12:17
1
)))) ეგრეა! ასიანი და მერე კაი კლუბიც გამოჩნდება მამუკა ჯუღელსონი
მამუკა ჯუღელსონი
06 დეკემბერი 2021 16:30
0
რო შეცვალა ხო რას ამბობ ეგრევე გოლების წვიმა წამოვიდა. არ დააყენებს სასტავში და სხვა ვინ ყავს
რომა
06 დეკემბერი 2021 11:31
2
ხვიჩა არის შესანიშნავი ფეხბურთელი მასეთი ფეხბურთელი არა მარტო რუბინს რუსეთის სხვა გუნდებსაც არ ჰყავს, და 20 წლის ბიჭი რომელიც შედეგს აკეთებს საქართველოს ნაკრებში 40 წელი საქართველოს არ ყოლია უბრალოდ ხვიჩას ეხლა უნდა სხვა გუნდში გადასვლა სხვა მწვრთნელთან სიახლეები სჭირდება, რაც არ უნდა ვიძახოთ სლუცკი კარგი მწვრთნელია მან თავისი რესურსი ამოწურა ხვიჩასთან საქმიან ურთიერთობაში, ხვიჩას ეხლა სჭირდება სხვა გამოწვევები
დიტო
06 დეკემბერი 2021 11:03
0
პატრონობას შეჩვეული ბავშვი ვერასოდეს გახდება გამარჯვებული. ბაგა ბაღშია სხვაგან რო "წავიყვანოთ"? მენეჯერი ვოზდუხი ყავს, მშობელი ძმაკაცი მეგობარი თუ ყავს რო შეფერთხონ გულიანად და დარხმარონ პროფესიულ განწყობაზე მოსაყვანად, სხვა გზა აღარ არის.
ლუკა
06 დეკემბერი 2021 13:09
1
ხან რუსეთს ხან ვაბრალებთ ხან ბელგიას ხან ფასის დაგდებას ,,ჩალიჩობსო,, ხან რას და ხან ათას ინტრიგას
მიზეზები არ გველევა.
პროფესიონალები თითქმის არ გვყავს.
lsd
06 დეკემბერი 2021 09:56
1
ჩემთვის ეგ რუბინი არაფერს ნიშნავს. ნაკრებში ხვიჩა მშვენივრად ითამაშა და იმედია ასე გააგრძელებს. გადავა არ გადავა ხვიჩაზე არა დამოკიდებული მას კონტრექტი აქვს. წარმატება ხვიჩას!
G.LA
06 დეკემბერი 2021 09:53
0
Xvicha zustad magas chalichobs rom fasi daagddbinos da cavides rubinidan. Oc milions ar ixdian naklebad egeni ar yidian da charcha rubinshi aseti tamashit tu ase gaagrzelebs fiqrobs rom ubralod moishoreben da nebismier fasad gayidian es chemi varaudia. Aba sxvanairad rogor avxsna nakrebshi idealuri iyo da klubshi ra unda emartebodes.
Ucxo
06 დეკემბერი 2021 08:35
3
ნაკრებში ნამდვილად მაგარი თამაშები ქონდა მაგრამ კლუბში წელს არაფერი გამოზდის.
წელს მივიდა მარჯვენა დანიელი შემტევი და უკვე 7 გოლი აქვს გატანილი და კვარაცხელია რომელიც ამ გუნდსი ლიდერია და 20 მილიონად აფასებენ 16 მატჩში სულ 1 გოლი აქვს გატანილი ვიღაც იტყვის გოლების გატანა კიარა გამწვავება კვარას ძლიერი მხარეოო მაგრამ ნებისმიერი ევროპელი მენეჯერი პირველ რიგში აკვირდება სტატისტიკას რამდენი გოლი და საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული ფეხბურთელს სეზონში და 1 გოლი 16 მატჩში ესაა კატასტროფა შემტევისთვის მითუმეტესი იმ შემტევისთვის რომელსაც პრეტენზია აქვს რომ ტოპ ლიგის დონეზე ითამაშოს.
ასეთი თამაშით ტოპ ლიგის არცერთი გუნდი არ წაიყვანს და მითUმეტეს 20 მილიოსაც არავინ გადაიხდის.
giorgi
06 დეკემბერი 2021 04:09
5
20 მილიონს არც არავინ გადაიხდიდა ისედაც მაქსიმუმ 8-10 მილიონი გდაეხადათ უბრალოდ ფასი გადაბერა რუბინმა რო არ გაეშვა. რუსული ღორული მოქმედება იყო. ეხლა ხვიჩა ცდილობს დააგდოს ფასი და წავიდეს.
სლუცკი ყველგან 1 წლიანი შედეგის კაცია
me
06 დეკემბერი 2021 10:23
3
სამწუხაროდ ხვიჩას თამაშის ხარისხი კლუბში ნამდვილად არ არის იმ დონის და ხარისხის რითაც ევროპის ტოპ ჩემპიონატის კარგი გუნდები დაინტერესდებიან ამ ფეხბურთელში 20 მილიონს გადაიხდიან ჩემი აზრით 3 შესაძლო ვარიანტი არსებობს რაც შეიძლება მოხდეს პირველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მართლაც გამოჩნდება რომელიმე კარგი ევროპული გუნდი და გადაიხდის 20 მილიონს ან რამდენსაც დაფასებენ და გადავა ზამთარშივე კარგ გუნდში რაც ნაკლებ სავარაუდოა ამ თამაშიდან გამომდინარე მე-2 ზამთრის შესვენების შემდეგ კვლავ აკრიფავს ფორმას შედეგიანად ათამაშდება და ზაფხულში წავა და ბოლო ვარიანტი არის ის რომ მომავალ სეზონში ან რუბნიში დარჩება ისევ ან რომელიმე სხვა რუსულ კლუბში გადავა ან სპარტაკში ან კრასნოდარში რომლებსაც ახლავე აქვთ ინტერესი ზენიტი ნაკლებად სავარაუდოა ამ თამაშიდან გამომდინარე სხვა რუსულ კლუბში გადასვლას ისევ რუბინში დარჩენა ჯობია შემდეგ სეზონში ყველაფერი ხვიჩაზეა დამოკიდებული მან თუ შედეგიანად არ ითამაშა და გატანილ გოლებსა და საგოლე გადაცემებში თუ არ ასახა თავისი თამაში და არ დადო შედეგი და სტატისტიკა არაფერი შეიცვლება სტაბილურობა საჭირო.
გიორგი
06 დეკემბერი 2021 03:51
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული