"ხვიჩას ტანჯვა და ტურის ანტინაკრები" - soccer.ru-ს შეფასება

AutoSharing Option
გუშინ, გასვლაზე "ნიჟნი ნოვგოროდთან" წაგებულ მატჩში (1:2), "რუბინის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია 52-ე წუთზე შეცვალეს და მან უკმაყოფილომ დატოვა მოედანი. soccer.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურის ანტინაკრებში კვარაცხელია თანაგუნდელ მცველ გეორგი ზოტოვთან ერთად შეიყვანა და ასე დაახასიათა:

"გასულ სეზონში შეუჩერებელი იყო, ზედიზედ მეორედ მიიღო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი. ზაფხულში დაწინაურების იმედი ჰქონდა, მაგრამ ყაზანში დარჩა და ახლა უფრო ხშირად იტანჯება, ვიდრე თამაშობს.

"ნიჟნი ნოვგოროდთან" მატჩმა იმედგაცრუების მორიგი ულუფა მოუტანა: ხვიჩას არც ერთი დარტყმა და 10 ზუსტი გადაცემა 52 წუთში. სლუცკიმ მეორე
ტაიმის დასაწყისში ქართველი თამაშიდან ჩახსნა".

გამოცემამ ანტინაკრებში შეყვანის პატივი მეკარე იური დიუპინსა და მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის არ დასდო (თუმცა, იმსახურებდნენ), სრულად კი ეს "გუნდი" ასე გამოიყურება:

მეკარე: ვიტალი გუდიევი (ახმატი)
მცველები: ეგაშ კასინტურა (უფა), დმიტრი ჩისტიაკოვი (ზენიტი), ტინ ედვაი (ლოკომოტივი), გეორგი ზოტოვი (რუბინი)
ნახევარმცველები: იბრაგიმ ცალაგოვი (სოჭი), რუსლან ლიტვინოვი (სპარტაკი), ალეკსანდრ ეროხინი (ზენიტი)
თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი), ვიაჩესლავ კროტოვი (უფა), ვიტალი ლისაკოვიჩი (ლოკომოტივი)
მწვრთნელი: მარკუს გისდოლი (ლოკომოტივი)

მკითხველის კომენტარები / 7 /
სრული
სახელი მოჰამედ სალაჰი[1]
დაბადების
თარიღი 15 ივნისი, 1992 (29 წლის)[2]
2010-2012 ეგვიპტის დროშა ალ-მოკავლუნი 38 (11)
2012-2014 შვეიცარიის დროშა ბაზელი 47 (9)
2014-2016 ინგლისის დროშა ჩელსი 13 (2)
2015 → იტალიის დროშა ფიორენტინა 16 (6)
2015-2016 → იტალიის დროშა რომა 34 (14)
2016-2017 იტალიის დროშა რომა 31 (15)
2017- ინგლისის დროშა ლივერპული 153 (102)

20 წლის სალაჰი "ბაზელში" გადავიდა, ანუ გრანდში კი არა "ბაზელში" და მერე კიდევ 5 წელი დაჭირდა, რომ ის ყოფილიყო რაცაა. ამით იმის თქმა მინდა, რომ არაა აუცილებელი გრანდში გადავიდეს, მთავარია სწორ და გამართულ ევროპულ კლუბში მოხვდეს, რომელიც ორიენტირებულია ფეხბურთელის გაზრდასა და განვითარებაზე. მსგავსი კლუბი კი 20 მილიონს არ გადაიხდის. ხვიჩა აუცილებლად უნდა წავიდეს, ოღონდ სწორად.
გიორგი
07 დეკემბერი 2021 12:39
1
ვინც ამ თამაშს უყურა, ნახავდა რომ ხვიჩას გადაცემას ძალიან იშვიათად უკეთებდნენ, პრაქტიკულად მარცხენა ფლანგზე ბურთი არ გადაჰქონდათ. ორი-სამი საგოლე გადაცემა გააკეთა ხვიჩამ როცა ბურთი მიიღო, მაგრამ როგორც ყოველთვის კლასის არ მქონე გუნდმა ეს ვერ გამოიყენა.
WTF
07 დეკემბერი 2021 10:51
1
1. ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ ხვიჩა არის ძლიერი ფეხბურთელი და არც ერთ დიდ გუნდში არ დაიკარგება.
2. რაც უფრო დიდ გუნდში გადავა, უფრო კარგად გამოჩნდება მისი დონე და ნიჭი.
3. მან ჩვენ ყველაფერი დაგვიმტკიცა ნაკრებში ძლიერი გუნდების წინააღმდეგ თამაშით.
4. რუსეთში დეკემბერში გაყინულ, თოვლიან და ტალახიან მოედანზე ვინ როგორ თამაშობს, არავის არ აინტერესებს.
5. შურიანი რუსები რას დაწერენ და რას იტყვიან, არავის არ აინტერესებს.
ქ. გ.
07 დეკემბერი 2021 10:13
2
ეს ძველი ბიჭი აგენტი რო ყავს უღელი სანამ არ მოკვდები შებმული რო უნდა იყო , ვინმეს გახსენდებათ ვის აუწყო კარიერაა ?? კვირკველიადან დაწყებული ასათიანით დამთავრებული ყველა დაასაფლავა და მაინც მაგასთან რატო მიდიან ყველაა ?? თუ სულ სიდებილის პიკში უნდა ვიყოთ ეს საცოდავი ქართველები … ძაან ნერვები მეშლება რაა თან აგენტს რო უწოდებს თავს …
bejo
07 დეკემბერი 2021 02:24
1
თავი გაუხმეს!
მიხვდით ვისზეც ვამბობ ხომ? თან ოთხ წლიანი კონტრაქტი, ბარემ პოჟიზნენი დაედოთ და ბოლომდე მიეყიდათ, თუმცა რა მიეყიდათ, ორი დეკეულის ფასიც არ დაუჯდათ, ეხლა ცხრა ბოინგის ფასს ითხოვენ...
... უუუხ! თავი გოუხმეს და ერთ ბოჭკა წყალს ვერ შოულობდეს, რომ ის ბომბორა თავი ბოჭკაში ჩაყოს მაინც...
კ ო მ ბ ლ ე
07 დეკემბერი 2021 01:28
1
ეს რუსები მართლა როგორი უნამუსოები არიან საერთოდ მაგათ ჩემპიონატში ხვიჩაზე მჯობნი ფეხბურთელი არ არის, როგორ კადრულობენ ხვიჩამ საეეთოდ მაგ რუბინს უნდა გაეცალოს სლყცკიმ ამოწურა თავისი რესურსი ხვიჩას ახალი გამიწვევები და ახალი მწვრთნელი ჭირდება
დიტო
06 დეკემბერი 2021 23:37
19
ხვიჩა, ქართული ფეხბურთის იმედო რა ხდება შენს თავს? მილანში კი არა მალე ზუგდიდის ბაია იტყვის უარს შენს სამსახურზე. გამოფხიზლდი, დროა მიწაზე დაეშვა. შენ ხასიათის ფეხბურთელად ყალიბდები რაც ყველაზე დიდი საშინელებაა.
ჟორა
06 დეკემბერი 2021 23:03
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული