ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ყაზაიშვილი საუკეთესოა - ქართველი ნახევარმცველი გამოარჩიეს

AutoSharing Option
სამხრეთ კორეის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ K League 1-ის ხელმძღვანელობამ რჩეულები გამოავლინა. საქართველოს ნაკრების წევრი ვაკო ყაზაიშვილი სეზონის საუკეთესო ნახევარმცველად დასახელდა და სიმბოლურ ნაკრებშიც შევიდა.

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, ჩემპიონატი 2 ნაწილისგან შედგებოდა - ძირითადი ეტაპის დასრულების შემდეგ ერთმანეთს საჩემპიონო ექსვეულის გუნდები დაუპირისპირდნენ. ვაკოს "ულსან ჰიუნდაიმ", რომელიც მოქმედი ჩემპიონი იყო, 2021 წლის სეზონი მე-2 ადგილზე დაასრულა.

რაც შეეხება ყაზაიშვილს - 28 წლის ფეხბურთელმა მოწინააღმდეგეთა კარი 9-ჯერ აიღო, რასაც 3 საგოლე პასიც დაამატა.
ასევე დაგაინტერესებთ