ესპანურმა eldesmarques-მა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ გიორგი მამარდაშვილი ფეხბურთის ობსერვატორიამ ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის 23 წლამდე მეკარეებს შორის მე-7 პოზიციაზე დაასახელა და მისი ფასი 8 მილიონი ევროა, მაშინ, როდესაც Transfermarkt-ზე 3 მილიონად ფასობს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართველის ფასის ასეთი მკვეთრი ზრდა წარმოუდგენელია. "ვალენსიას" შეუძლია ახალ წლამდე 800 ათას ევროდ, ანუ 10-ჯერ უფრო იაფად გამოისყიდოს მისი კონტრაქტი და მაინც ფეხს ითრევს.
"მამარდაშვილი ჯერ კიდევ ელის კლუბისგან ნაბიჯის გადადგმას, რომლის განზრახვა ნათელია, მაგრამ ჯერ მათ მაინც ვერ გადაწყვიტეს შეძენა. ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ ეს
მალე მოხდება და ასეთ შემთხვევაში, ზოგიერთი სახელშეკრულებო პირობა გაუუმჯობესდება. ჯერ გიორგიმ და მისმა აგენტმა კლუბის ოფიციალური პოზიციის შესახებ არაფერი იციან. თუ "ვალენსიამ" ოფცია არ აამოქმედა, შემდეგ მათთვის ფეხბურთელის ფასი გაიზრდება".