eldesmarques: მამარდაშვილის ფასი 8 მილიონი გახდა, "ვალენსია" კი 10-ჯერ უფრო იაფად შეძენას არ ჩქარობს

AutoSharing Option
ესპანურმა eldesmarques-მა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ გიორგი მამარდაშვილი ფეხბურთის ობსერვატორიამ ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის 23 წლამდე მეკარეებს შორის მე-7 პოზიციაზე დაასახელა და მისი ფასი 8 მილიონი ევროა, მაშინ, როდესაც Transfermarkt-ზე 3 მილიონად ფასობს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართველის ფასის ასეთი მკვეთრი ზრდა წარმოუდგენელია. "ვალენსიას" შეუძლია ახალ წლამდე 800 ათას ევროდ, ანუ 10-ჯერ უფრო იაფად გამოისყიდოს მისი კონტრაქტი და მაინც ფეხს ითრევს.

"მამარდაშვილი ჯერ კიდევ ელის კლუბისგან ნაბიჯის გადადგმას, რომლის განზრახვა ნათელია, მაგრამ ჯერ მათ მაინც ვერ გადაწყვიტეს შეძენა. ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ ეს
მალე მოხდება და ასეთ შემთხვევაში, ზოგიერთი სახელშეკრულებო პირობა გაუუმჯობესდება. ჯერ გიორგიმ და მისმა აგენტმა კლუბის ოფიციალური პოზიციის შესახებ არაფერი იციან. თუ "ვალენსიამ" ოფცია არ აამოქმედა, შემდეგ მათთვის ფეხბურთელის ფასი გაიზრდება".

მკითხველის კომენტარები / 4 /
მე პირადად ხურდასაც არ გადავიხდიდი. . . როგორც კი დიდი პერსპექტივა გაუჩნდა მყისვე კანკალმა დააწყებინა. . . პირველ მატჩშიც შემთხვევით მოხვედრილი ბურთი საუკეთესო სეივად ჩაუთვალეს,რითაც ვეფხვად გადაქცეული თაგუნიას ინსტიქტი კიდევ უფრო გაუძლიერეს. . . ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ ჩვენს ფეხბურთელებს. . . ჭიათურის მაღაროელი ელის თუ ცოტა დუხი არ აიწია და მოძველბიჭო ზამაშკებს არ დაანებებს თავს მოედანზე
ნაპოლეონი
08 დეკემბერი 2021 11:51
14
როგორ აფასებენ ცოცხალი წონა, თუ..? საიდა დაადგინეს, ხორცის ფასმა აიწია ვითამ?
კ ო მ ბ ლ ე
08 დეკემბერი 2021 02:50
17
არ შეისყიდის ვალენსია და ცხვირშიც ამოირტყავს სამერმისოდ.
გიორგის კი გუნდის მოძიების პრობლემა არ ექნება,
პრიმერაშივვე გამოუჩნდება მსურველი..
წარმატება მამარდაშვილს
rable
07 დეკემბერი 2021 21:45
1
ასე ხვიჩაც კი ღირს ფურცელზე 20 მილიონი , მარა მერე რა? თუ მამარდა ვალენსიან არ დაიტოვა დიდი ეჭვი მაქ დაადგება რუსეთის გზას.
hhh
07 დეკემბერი 2021 20:53
29

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული