ნინუას მომავალი გაირკვა - tothemaonline

AutoSharing Option
tothemaonline-ი ქართველი გულშემატკივრებისათვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ნიკა ნინუას მომავალს ეხება:

"ჩრდილოირლანდიელი ლაფერტის შემდეგ, რომელიც თემურ ქეცბაიას გეგმებს მიღმა დარჩა, "ანორთოსისს" ნიკა ნინუაც დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ ფამაგუსტის კლუბმა ქართველი ნახევარმცველი "პაოკიდან" ერთწლიანი იჯარით, 2021 წლის 1-ელ სექტემბერს გადაიბირა.

მიუხედავად ძალიან კარგი რეკომენდაციებისა, რაც მას გუნდში მისვლისას "ახლდა", ნიკამ იმედები ვერ გაამართლა და სალონიკში დაბრუნდება."

22 წლის ნინუა "ანორთოსისის" განაცხადში საკმაოდ დიდი ხანია, აღარ გვინახავს. რაც შეეხება "პაოკს", სადაც ქართველ ნახევარმცველს ასევე ნაკლებად ენდობოდნენ, ისინი საბერძნეთის სუპერლიგაში მე-4 ადგილს იკავებენ.

alt

ნინუას მომავალი გაირკვა - tothemaonline" style="height: 50px; width: 50px;" />ქეცბაიას ნინუა დააკლდება, კარგ ფორმაში მყოფი კაჭარავა სასტარტოში...

altქეცბაია: ნინუას აქ ყოფნით ბედნიერნი არ ვართ და თავადაც არაა კმაყოფილი

alt"ანორთოსისი" ნინუას ნაკრებში მოხვედრას გაუმარტივებს - კვიპროსული მედია

მკითხველის კომენტარები / 10 /
ამდენს ვიძახით რუსეთში რატომ მიდიან წავიდნენ სხვაგანო და ერთი ეს რომ წავიდა საბერძნეთში და მეორე ჩაკვე ბელგიაში რაიმე მოუტანა მათ კარიერას??? მაგარი წლები დაკარგა რომ მოემატა თამაშისთვის, იმედია გამოსწორდება სიტუაცია
zaza
08 დეკემბერი 2021 19:59
4
ნიკა!!! დაბრუნდი საქართველოში... მშობლიურ "დინამო" თბილისში. წარმატებები მოვა.
tngh
08 დეკემბერი 2021 15:47
5
არ გახსოვს როგორ წავიდა დინამოდან?ეს პატარა ბიჭი,გუნდის კაპიტანი იყო და ისე გაიქცა,ბოლო თამაშში,ჩემპიონთა თასზეც კი,აღარ ითამაშა.ერთი დღე აღარ დაიცადა.დინამოში აღარ მიუშვებენ.ზოგადად ასეთები,არავის უყვარს.ძალიან სამწუხაროა,მაგრამ ასეა.
სოსო
08 დეკემბერი 2021 22:28
0
მორჩა დაიკარგა, აბა პაოკში რომ ვერ გაქაჩავ სადღა უნდა გაქაჩო?
sddd
08 დეკემბერი 2021 14:12
2
ერთ თამაშს რომ კარგად ითამაშებ არ ნიშნავს რომ საუკეთესო ხარ და უცხოეთში უნდა წახვიდე. ჯერ საქართველოში დაამტკიცე რომ ყველას ჯობიხარ. მერე იციან თვითონაც და მენეჯერმაც რომ უცხოეთიდან ნაკრებში მოხვდება და უფრო მეტად გაიყიდება და მეტ ფულს იშოვიან. ნამდვილად არ იყო ცუდი ფეხბურთელი ნიკა და მშვენივრად თამაშობდა დინამოში
gagi
08 დეკემბერი 2021 13:45
2
ამას ეტყობა დინამოში ვიღაცა მფარველობდა და გააპიარეს. გავიდა კომფორტის ზონიდან და გამოჩნდა რეალური სახე. აბა სხვა უბრალოდ ლოგიკაშიც არ ჯდება!
ქომაგი
08 დეკემბერი 2021 12:51
7
ვისზეა პასუხისმგებლობა, ეს ნიჭიერი ბიჭი ლამის ორი წელია უთამაშებელი "სკამს რომ ხეხავს"? საქმეა ეს?
მერაბი
08 დეკემბერი 2021 12:41
1
თავის თავზე
nika
08 დეკემბერი 2021 13:38
0
თბილისის დინამო
ვალერი
08 დეკემბერი 2021 11:35
3
თემურა, სულ არიეს ეს ბიჭი რაა
პინგვინური აზრები
08 დეკემბერი 2021 11:27
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული