ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

რა ხდება ხვიჩას თავს? მართლა რატომ იყო ასეთი ცუდი? - championat

AutoSharing Option
ყაზანელები ვარდნას განაგრძობენ - ლეონიდ სლუცკის "რუბინმა" "ნიჟნი ნოვგოროდთან" (1:2) დამარცხება მოახერხა, გასავარდნ ზონასთან ახლოს (სადაც სიმჭიდროვეა) "გაიჭედა" და მთავარი მწვრთნელი უკვე დიდი ხანია, რაც შესამჩნევად ნერვიულობს. სლუცკიმ კრიზისის შესახებ შეკითხვას არ უპასუხა - როგორც ჩანს, მას ეგონა, რომ ჟურნალისტები დასცინოდნენ და ირონიულად განწყობილნი იყვნენ.

ლეონიდმა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში მკაცრად შეაფასა. ქართველი გარემარბი მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეცვალეს და ის გასახდელში გაიქცა (სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში ეს მისი ყველაზე ადრეული ცვლილებაა).

"არ ვიცი, ბედნიერია თუ არა ხვიჩა, მაგრამ თამაშიდან გამომდინარე, მის
შეცვლას შესვენებაზე ვფიქრობდი“, - განაცხადა სლუცკიმ, რაც საშინლად ჟღერს - შესაძლოა, ასეთმა საჯარო კრიტიკამ ფეხბურთელის გაუგებრობა ან შინაგანი პროტესტი იოლად გამოიწვიოს.

და რა ხდება ხვიჩას თავს? მართლა რატომ იყო ასეთი ცუდი?

მომზადებულია championat-ის მიხედვით

altმაშინ იგნატიევი ათამაშონ - რუსები კვარაცხელიას თამაშსა და შეცვლას ირონიულად ეხმაურებიან

altკვარაცხელია შეცვალეს და უკმაყოფილომ დატოვა მოედანი - "რუბინი" ისევ დამარცხდა

alt"ხვიჩამ სტატისტიკა უნდა გააუმჯობესოს" - ბრიტანელები კვარაცხელიას სატრანსფერო ამბებზე გააქტიურდნენ

ასევე დაგაინტერესებთ