9 დეკემბერს, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, "გენტი" "ფლორას" უმასპინძლებს.
ბელგიურმა კლუბმა ამ მატჩისათვის განაცხადში ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე შეიყვანა, რომელიც უკანასკნელ ორ შეხვედრაში ვერ მოხვდა განაცხადში.
შეგახსენებთ, მწვრთნელი ჰეინ ვანჰეზებრუკი გიორგის საქმისადმი დამოკიდებულებით უკმაყოფილო იყო.
"გენტი" B ჯგუფში 10 ქულით ლიდერია და პლეი-ოფის საგზური მოპოვებული აქვს.