"კვარაცხელია შეუცვლელი აღარაა" - რუსები ხვიჩას, ბაკაევისა და დრაიერის როლებზე წერენ

AutoSharing Option
"რუბინის" კრიზისის პერიოდში 22 წლის სოლტმურად ბაკაევი პროგრესირებს - 4 მატჩში ორი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა.

ყაზანელები საშინელ ფორმაში არიან, მაგრამ ბაკაევს ინდივიდუალური გოლები გააქვს. მას მოედანზე გაცილებით ნაკლები დრო აქვს, ვიდრე კვარაცხელიას, თუმცა მაინც ქართველზე პროდუქტიულია - ხვიჩას მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი. ბაკაევმა კარიერაში 2 გოლის ოდენობით "რუბინში" უკვე საუკეთესო მაჩვენებელი გაიმეორა - წინ ჯერ კიდევ ნახევარი სეზონია.

"რუბინის" შემადგენლობაში 54 მატჩიდან 27-ში ბაკაევი სათადარიგო იყო. რა აკლია ნახევარმცველს კონკურენციის დასაძლევად?

სოლტმურადმა 4-2-3-1 სქემაში თავი ვერ გამოიჩინა,
რადგან მეტოქის მცველებს ერთმანეთის დასაზღვევად მეტი დრო ჰქონდათ. ახალი განლაგების უპირატესობა ის იყო, რომ დრეიერის ცენტრალურ ზონაში გადასვლამ ბაკაევისა და ზოტოვისათვის (31 წლის) ფლანგზე მეტი სივრცე დატოვა.

"რუბინი" საუკეთესო ფორმაში არც გასულ სეზონში ყოფილა, თუმცა წარმატებას ინდივიდუალური ქმედებებით აღწევდა. ახლა დესპოტოვიჩს ტრავმა აქვს, ხვიჩა კი საკუთარი თავის შარშანდელ ვერსიას ეძებს. სლუცკიმ უნდა შეცვალოს სქემა და შემტევი მოთამაშეების მაქსიმალური რაოდენობა გამოიყენოს. 

Sportall.Ge

ბაკაევმა თავი მარცხენა ფლანგიდანაც (როცა ხვიჩამ მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა) გამოიჩინა - ოლივერ აბილდგორი საგოლე გადაცემით მოამარაგა. მოედნის ცენტრიდან რეიდის შემდეგ სოლტმურადმა ორი მოთამაშე მასთან გადაიყვანა და თავისუფალ ზონაში პასი გააკეთა:

"მივხვდი, რომ ჩემზე ორი მოთამაშე გადმოდიოდა. თავი ავწიე, ოლი დავინახე და პასი ზუსტად მარცხენა ფეხთან გავუკეთე, რადგან ვიცი, რომ მას კარგად ფლობს“, - განაცხადა სალტმურადმა მატჩის შემდეგ. მაგრამ ზოგადად, ნახევარმცველი არ იყო ისეთი სასარგებლო, როგორც მარჯვენა ფლანგზე - ნაკლები პასები და ერთი-ერთზე თამაშის გამწვავება ჰქონდა.

"დინამოსთან" სლუცკიმ უფრო თავდაცვით სქემაზე გადასვლა გამოსცადა, ლეონ მუსაევი საყრდენ ზონაში დააყენა, მაგრამ ამისთვის მას ერთ-ერთი შემტევი ფეხბურთელის გაწირვა მოუწია - ეს ხვიჩა კვარაცხელია იყო. 4-1-4-1-დან 4-2-3-1-ზე გადასვლის შემდეგ “რუბინმა” მეტოქის კართან ვერაფერი შექმნა, მარცხენა ფლანგზე ბაკაევი სრულიად შეუმჩნეველი გახდა და მატჩის 82-ე წუთზე მოედანი დატოვა.

აღსანიშნავია, მარცხენა ფლანგზე სოლტმურადისგან ნაკლები სარგებელი აქვს, ვიდრე საპირისპიროდან. გარდა ამისა, ბაკაევმა კიდევ ერთხელ ვერ დაასრულა მატჩი ბოლომდე, რაც ფეხბურთელის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას ავლენს - 90 წუთს ვერ თამაშობს.

"ბაკაევთან თამაშზე არანაირი პრეტენზია არ მაქვს, ის უბრალოდ არ არის მზად 90 წუთის თამაშისთვის", - თქვა ლეონიდ სლუცკი მატჩისშემდგომ ინტერვიუში.

ბაკაევი მარჯვნიდან აშკარად უფრო პროდუქტიულია, თუმცა ძველ ფორმაციას რომ დავუბრუნდეთ, მაშინ ანდერს დრეიერი სასტარტოში ადგილს აუცილებლად დაიკავებს.

უმეტეს შემთხვევაში, ლეონიდ სლუცკის ურჩევნია მარჯვენა ფლანგზე დრეიერი გამოიყენოს. მას გოლები გააქვს, მაგრამ სტაბილურობით ვერ გამოირჩევა; შესანიშნავი დარტყმა აქვს, თუმცა ერთი-ერთზე თამაშში ბაკაევს ჩამოუვარდება. სტატისტიკა მაინც დანიელის მხარეზეა - მას მოაქვს შედეგი, ბაკაევი კი მხოლოდ ნოემბერში გახდა ის, ვინც თამაშს არა მარტო სათადარიგო სკამიდან, არამედ სასტარტო წუთებიდანაც აძლიერებს.

Sportall.Ge

რთული ამოცანა მთავარი მწვრთნელისთვის: როგორ გადაანაწილოს მოედანზე დრეიერი, ბაკაევი და კვარაცხელია? ალბათ, ისევ 4-1-4-1-ს მიმართავს. სოლტმურადისთვის ეს სქემა მოსახერხებელია, მან ამ ფორმაციაში ორი გოლი გაიტანა. "ნიჟნი ნოვგოროდთან" მატჩში სლუცკიმ შეხვედრის 52-ე წუთზე კვარაცხელია შეცვალა, რაც მხოლოდ იმის დასტურია, რომ მწვრთნელის ნდობა დასასრულს უახლოვდება. პასუხისმგებლობის ტვირთი ახალგაზრდა გარემარბზე ზეწოლას ახდენს - მას სურს, თავი საუკეთესოდ წამოაჩინოს...

საერთოდ, დღეს "რუბინში" სტაბილურობა არც თამაშშია და არც შედეგებში. შეცდომებს აბსოლუტურად ყველა უშვებს: დუპენიდან კვარაცხელიამდე. ასეთ ვითარებაში ბაკაევი გახდა ერთ-ერთი გამამწვავებელი და ძლევამოსილი მოთამაშე შეტევაში, სადაც ჯორჯე დესპოტოვიჩის არყოფნის გამო აშკარა პრობლემებია. კვარაცხელია შეუცვლელი აღარაა, მისი პოზიცია სუსტდება და ბაკაევისთვის ეს ორივე ფლანგზე ასპარეზობის შესაძლებლობას იძლევა.

თავდაპირველად, ბაკაევი კვარაცხელიას კონკურენტად საერთოდ არ განიხილებოდა. დენის მაკაროვის წასვლის შემდეგაც, სოლტმურადმა საჭიროება ვერ დაამტკიცა. ანდერს დრეიერის მოსვლამდე, მარჯვენა ფლანგზე ადგილი ახალწვეულმა სეად ჰაკშაბანოვიჩმა დაიკავა. ეს იმითაც იყო განპირობებული, რომ ლეონიდ ჩერნოგორიელის გუნდში ინტეგრირებას ცდილობდა, თუმცა არა საკუთარ პოზიციაზე. თავის მხრივ, სოლტმურადი მშობლიურ ფლანგთან ცოტა შორს იყო - სადღაც სათადარიგოთა სკამზე, სლუცკის გვერდით. ნახევარმცველმა შემდეგ მეტი პრაქტიკა მიიღო.

მომზადებულია business-gazeta-ს მიხედვით

altმაშინ იგნატიევი ათამაშონ - რუსები კვარაცხელიას თამაშსა და შეცვლას ირონიულად ეხმაურებიან

altკვარაცხელია შეცვალეს და უკმაყოფილომ დატოვა მოედანი - "რუბინი" ისევ დამარცხდა

alt"ხვიჩამ სტატისტიკა უნდა გააუმჯობესოს" - ბრიტანელები კვარაცხელიას სატრანსფერო ამბებზე გააქტიურდნენ



მკითხველის კომენტარები / 13 /
ეხლა მე აქ სლუცკის და რუსებს დავუწერ და ვიცი რა რომ ისინიც ადევნებენ თვალყურს, წაიკითხონ: дуратский обзор! не бакаева с кварацхелией, или дрейера надо менять и приноравливать к команде, а этого сеада хакшабановича надо гнать в шею. или обяснить ему, что если игра командная, пусть не мешает хвиче и пусть ему пасы дает и видно, что у него гораздо меньше испонительской импровизацыи, чем у хвана. не для этой команды был парень, хотя против него лично нечего не имею. то, что работает много это + но тогда надо его на опорную зону и обяснить, чтобы как только получит мяч искал хвичу, дрейера и хвана. ქართველებისთვის, ვინც არ იცის რუსული ავხსნი: ჰაკშაბანოვიჩის მოსვლით აირია გუნდი. და მგონია რომ ხვიჩაზეც ეს მოქმედებს, რაღაც კომპლექსი გაუჩნდა თითქოს, რომ პასი უნდა გააკეთოს სულ. ერიდება თვითონ დრიბლინგებზე ხშირად წასვლა. სეადამდე აკეთებდა და ეტყობა გუნდელები გაგებით ეკიდებოდნენ და მგონია, რომ ამას ისეთი ჯმუხი გამომეტყველება აქვს რომ საყვედურს ეუბნება გასახდელში და ამის ხათრით იკავებს თავს. განა შიში და რამე, უბრალოდ მეგობარს არ უტეხავს, იმას რაღაც ვაჟნი უჭირავს და მოკლედ ერთი რომ ათამაშოს უსეადოთ ისევ გუნდი, საინტერესოა რა იქნება. ინ ბომი ბევრად მაგარი გამთამაშებელია, ვიდრე ეს
კაპიტან გარდენბურგი
10 დეკემბერი 2021 04:11
0
რუბინის დაცვა არის ძალიან სუსტი განსაკუთრებით ცენნტრში და მარჯვენა ფლანგზე. როდესაც კვარას უკეთ სამოშნიკოვი თამაშობს მარცხენა ფლანგი დაცვაშიც უკეთ გამოიყურება და კვარასაც ბურთით უკეთესად ამარაგებს. მაკაროვის წასვლა აშკარად დაეტყო რუბინს და თავდასხმაში ბევ შანსებს უშვებენ. ჰაკშაბანოვიჩი საერთოდ მოედანზე რას აკეთებს? ან დრაიერი? ყველა თამაშს ვუყურებ ხვიჩას გამო. ხვიჩას გამო მანდ პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ რადგან ქართველია და ნიჭიერი ყველანაერად შეეცდებიან ყველაფრის მასძე დაბრალებას. ამ დროს სლუცკიმ დაკარგა გუნდის სადავეები და ბევვრად უფრო ნერვიულობს რომ სამუშაო არ დაკარგოს. თავის გადასარჩენად ეგენი ყველას გასწირავენ, თანი კარგად იციან რომ ხვიჩას გაყიდვას ხელი შეუშალეს, აგენტ ჯუღელის უსუსსურობა განსახილველიც არ არის. ხვიჩას კი ერთ ფლანგზე დგომა და ბურთის ლოდინი არაფერში წაადგება დღევანდელ ფეხბურთში. ფლანგებსაც უნდა იცვლიდეს და ცენტრშიც ხშირად გადადიოდეს , დაცვაში ჩამოდის მაგრამ უფრო ნაკლებ მონდომებულად ვიდრე შარშან. გარდა ამისა ჯინაში ჩადგომით ვერც ევერროპაში ითამაშებს დიდ გუნდებში და მეშინია გიორგი ჭანტურიას კარიერას არ დაემსგავსოს, რომელიც ბარსელონას ახალგაზრდულში წამყვანი ფეხბურთელი იყო, არ მოიცადა და რუსეთში გადასვლით თავიც და კარიერაც დაიღუპა.
niko
09 დეკემბერი 2021 17:03
1
დინამოსთან რომ მაგარი საგოლე პასი გააკეთა მაშინაც არ მომეწონა რომ ჟესტი აჩვენა გაჩუმდითო, კვარას აშკარას ფსიქოლოგიურად უჭირს, თან მისგან ითხოვენ 3-4 კაცის მოტყუებას. ეს რუსი ჟურნალისტები კიდევ გადაეკიდნენ რა, რა უნდათ ვერ გავიგე ითამაშებს მაგრად ეგრევე ბარსა რეალიო, ჩააგდებს თამაშებს რუბინში ზამენაში უნდა იყოსო. რეალურად მთავარი პრობლემა არის რუბინის თამაშის ორგანიზება, ძალიან ქაოტურად უტევს რუბინი და კვარას ვერ იყენებენ სათანადოდ, დაცვა კი დაბნეულად თამაშობს. კვარამ ეხლა მთავარია თავის საქმე გააკეთოს მშვიდად წყნარად. იმ თამაშში სადაც აკრიტიკებენ ორი მაგარი პასი გაჭრა და შეეძლოთ გამოეყენებინათ, უბრალოდ ვერ ხვდებიან მარტივ რამეს, სამოშნიკოვის გარეშე უჭირს კვარას, როგორც ნაკრებში აზაროვი ეხმარება იქ არ ჰყავს ეგეტი მცველი რომ გაათამაშონ ბურთი. თან ტრადიოცულიად პერსონალურად იჭერენ და რა დონის ფეხბურთელიც არ უნდა იყოს ძნელია პერსონალური მეურვის წინააღმდეგ თამაში.
zaza
09 დეკემბერი 2021 16:44
1
ყველას გვახსოვს შარშან თავს რო იკლავდა ვინ დაუფასა? ვნახეთ ბოღმა ღრუსები მოედანზე როგორც ეთამაშებოდნენ ტრავმის ზღვარზე,პირდაპირ ფეხებში,ასეთი შეძახილებიც მოვისმინეთ... ეხლა თავს მოუფრთხილდება რუსეთში და ნაკრებში არ დაზოგავს არაფერს,დროც გაუვა კონტრაქტის და ნაკრებიდან უფრო იშოვის კარგ გუნდს! ჯუღელი და რუბინის პრეზიდენტი დარჩებიან ხახამშრალი ვატყობ! ეს ბიჭი მუქთად წავა მაგარ კლუბში!!!
ზურა
09 დეკემბერი 2021 16:24
3
ვაჟკაცურად ეს ზოგიერთები ღრუსები ღრუსებიო რომ გაიძახით რას ნიშნავს ? პირის ღრუს თუ სხვა რამეს ?? მერე რომ ამბობ კონტრაქტის დეო გაუვაო 4 წლიანი კომტრაქტი აქვს და კიდევ 2.5 წელი უნდა ელოდოს ???
zura222
09 დეკემბერი 2021 16:38
1
აი ასეთი დამოკიდებულება რომ გაქვთ ყველა სფეროში საკუთარი პროფესიის წინაშე იმიტომაც აღწევთ ხოლმე მერე წარმატებას,ასე გაზვიადებებით ბაქიბუქობით და ჰარეზე მოტანით არაფერი ხდება.ყველაფერს უნდა შრომა და თანაც ძალიან დიდი შრომა რომ რამეს მიაღწიო.გამგები გაიგებს რაც დავწერე.მადლობა ნახვამდის.
I
09 დეკემბერი 2021 14:58
1
შენ გირჩევნია ზრდილობას მოუხმო და წესიერად მიმართო უცნობ ადამიანს,ჯერ ეგ ისწავლე და პოლემიკაში მერე შემოდი!
I
09 დეკემბერი 2021 17:10
0
გენიოს ბრუციანი ხო არ ხარ? ბიჭმა საბერძნეთს გაუტანა,ესპანეთს გაუტანა,შვედებს გაუტანა,მეტი რაღა ქნას? რა არის გაზვიადებული და სად ხედავ ბაქი ბუქს კვარაცხელიას თაობაზე? შეგნებულად ადებან მაგხელა ფასს ღრუსები,რომ არ გაიყიდოს,თორემ ამ ბიჭისთვის სიკეთე,რომ დომებოდათ აქამდე რეალურ ფასად გაყიდიდნენ კარგ კლუბში!
ზურა
09 დეკემბერი 2021 16:03
7
კაი თავს რო იტყუებთ ვხედავ :D ეხლა გაუშვით კვარა აღარ გჭირდებათ ხო ხედავ თან არც თამაში არ სცოდნია ვერც გოლებს ვერ იტანს და გაყიდეთ 5მილიონში. ;) კაის შვება კვარა როარ თამაშობს. მოინდომეს ათეულობით მილიონი 1-2წელში. აგენტს რატო არ იცვლის ის მიკვირს აგენტი კიარა სუფთა მაფიოზია
რომა
09 დეკემბერი 2021 14:03
4
ხვიჩას ჩავარდნა დროებითია. მომავალ წელს ისევ გაიბრწყინებს!!!
tngh
09 დეკემბერი 2021 13:06
0
კიდია ხვიჩას რუბინი- ჟურნალისტებს ხო არ ეტყვის განგებ არ ვიკლავ თავს სატრანსფერო ფანჯრის წინო.
Levan
09 დეკემბერი 2021 13:04
0
და თუ არ ითამაშა და თავი არ გამოიჩინა ვინ იყიდის ? შვედებთან 2 გოლი არ აკმაყოფელებთ ეტყონა ტოპ ლიგის გუნდებს და სტაბილურ მაგარ თამაშს ელოდებიან ხვიჩასგან რუსეთში
zura222
09 დეკემბერი 2021 16:32
0
მესი რომ ქართველი იყოს და რუსეთში თამაშობდეს, რას დაწერენ რუსები მის შესახებ, თუ იცით?
ქ. გ.
09 დეკემბერი 2021 13:01
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული