კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "გენტი" "ფლორას" მასპინძლობს და მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა.
"გენტი" B ჯგუფში 10 ქულით ლიდერია, პლეი-ოფის საგზური მოპოვებული აქვს, ვანჰეზებრუკი წამყვან ფეხბურთელებს დაასვენებს და მოედანზე ექსპერიმენტულ შემადგენლობას გაიყვანს.
ჩაკვეტაძე ბოლო 2 შეხვედრაში განაცხადში ვერ მოხვდა და დღეს თავის წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცემა - საკუთარ მოედანზე და თანაც "ფლორასთან".
მატჩი თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.
მოინდომე მაგრა, ივარჯიშე.
შენ ყველაფერი შეგიძლია
გაგვახარე