თურქეთის ჩემპიონატზე შესანიშნავი სტარტის შემდეგ საბა ლობჟანიძესა და მის "ჰათაისპორს" ჩავარდნა ჰქონდათ - ჯერ "სივასპორთან" 0:4, ხოლო შემდეგ "ისტანბულთან" 0:3 წააგეს, დღეს კი მე-16 ტურში იზმირში "ალთაისთან" ისევ მარცხდებოდნენ, მაგრამ 38-ე წუთზე გუნდის ლიდერმა დიუფმა ანგარიში გაათანაბრა, 68-ე წუთზე მწვრთნელმა ერდოღანმა შეცვლაზე ქართველი შეუშვა და 75-ე წუთზე მისი პასით სენტ-ლუისმა გამარჯვების გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 68-ე წუთზე დიუფმა საბას მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა.
ლობჟანიძის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატის 15 მატჩში 4 გოლი და 6 საგოლე პასია.
"ჰათაისპორი" ამ მომენტისთვის 29 ქულით მეორე ადგილზეა და 18 დეკემბერს გასვლაზე ლიდერ "ტრაბზონსპორს" დაუპირისპირდება.