შეცვლაზე შესული ლობჟანიძის საგოლე პასი, მოპოვებული პენალტი და "ჰათაისპორის" ნანატრი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის ჩემპიონატზე შესანიშნავი სტარტის შემდეგ საბა ლობჟანიძესა და მის "ჰათაისპორს" ჩავარდნა ჰქონდათ - ჯერ "სივასპორთან" 0:4, ხოლო შემდეგ "ისტანბულთან" 0:3 წააგეს, დღეს კი მე-16 ტურში იზმირში "ალთაისთან" ისევ მარცხდებოდნენ, მაგრამ 38-ე წუთზე გუნდის ლიდერმა დიუფმა ანგარიში გაათანაბრა, 68-ე წუთზე მწვრთნელმა ერდოღანმა შეცვლაზე ქართველი შეუშვა და 75-ე წუთზე მისი პასით სენტ-ლუისმა გამარჯვების გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 68-ე წუთზე დიუფმა საბას მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა.

ლობჟანიძის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატის 15 მატჩში 4 გოლი და 6 საგოლე პასია.

"ჰათაისპორი" ამ მომენტისთვის 29 ქულით
მეორე ადგილზეა და 18 დეკემბერს გასვლაზე ლიდერ "ტრაბზონსპორს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
პრეზიდენტს შემოყვანია თამაშსი და ყოჩარ, საბამ გაუმართლა იმედები!
მაშ არა ადა!
12:41 11-12-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული