ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გაგნიძე ისევ სასტარტოში - "ურალი" ისევ იმარჯვებს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში ლუკა გაგნიძის "ურალმა" გასვლაზე 4:1 დაამარცხა "როსტოვი".

გაგნიძე მწვრთნელმა კვლავ ძირითად შემადგენლობაში დააყენა, 89-ე წუთამდე ათამაშა, მართალია საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია, მაგრამ ძალიან აქტიური და სასარგებლო იყო. მან ჩემპიონატის 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლები სრულ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მომენტები უკეთ ეკატერინბურგელებმა გამოიყენეს. ყველა გოლი პირველ ტაიმში გავიდა.

"ურალმა" ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 19 ქულით მე-11 ადგილზეა და შემდეგ მატჩს 27 თებერვალს "ნიჟნი ნოვგოროდთან" ჩაატარებს.

ასევე დაგაინტერესებთ