რა ხდება ჩაკვეტაძის თავს? - ვანჰეზებრუკის უნდობლობა

AutoSharing Option
დღეს, 12 დეკემბერს, ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" "გენკს" უმასპინძლებს. ქართველ ნახევარმცველს განაცხადში ისევ ვერ ვხედავთ.

Voetbalnieuws-ი წერს:

"ვანჰეზებრუკი თავის ძირითად არჩევანს მას შემდეგ უბრუნდება, რაც ხუთშაბათს, კონფერენს ლიგის შეხვედრაში (1:0 "ფლორასთან") შანსი სათადარიგოებს მისცა.

გამარჯვების გოლის მიუხედავად, ჯანი ბრუნო განაცხადში მაინც არაა, ისევე როგორც ჩაკვეტაძე, ოპერი, მბოიო, სისე და ბაიო."

"გენტს" კარგი პერიოდი აქვს - ის ერთადერთი ბელგიური კლუბია, რომელიც ევროტურნირებზე ასპარეზობას აგრძელებს, ხოლო ჟუპილერ ლიგაში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა (რამდენიმე ტურის წინ მე-12 პოზიციაზე იყო) და 27
ქულით მე-6 ადგილზეა. დღეს გამარჯვების შემთხვევაშიც, გიორგის გუნდი ხუთეულში შესვლას ვერ მოახერხებს, რადგან "ანდერლეხტს" 4 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძე ბოლო დროს იშვიათად თამაშობს - ერთთვიანი პაუზის შემდეგ, კონფერენს ლიგის შეხვედრაში, რომელიც სატურნირო თვალსაზრისით არაფერს წყვეტდა, ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა, თუმცა ახლა განაცხადში ისევ არაა...

altგაგიკვირდებათ და, ვანჰეზებრუკმა ჩაკვეტაძე სასტარტოში დააყენა

altჩაკვეტაძე 1 თვის შემდეგ, ქეცბაიასა და ვაისის რთული მისიები - ქართველების ევროტურნირები

მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან მწყდება გული, მაგრამ მაინც მინდა რომ ვთქვა რასაც ვფიქრობ და ვხედავ./ ქართული ავადმყოფური მენტალუტეტია, რაღა ჟილკა და მოტივაცია უნდა?? ამხელა დრო გაუცდა და ძირითადში დააყენეს, შანსი მიცეს, მანდ თუ არ გამოიყენე ეგ შანსი და არ დაამტკიცე რა შეგიძლია, აბა მერე ვის როგორ უნდა დაააინტერესდე?? რონალდო გუშინ ნორვიჩს ისე ეთამაშებოდა გეგონება ნახევარფინალში ყოფილიყო. კაცმა რა აღარ მოიგო, მილიონერიაა და ვიღაცეებს დასდევდა დაცვაში გუშინ! არ ეზარებოდა!) / გადავიდეს ჰოლანდიაშიო რომ იძახით, რა პონტში უნდა გადავიდეს? არცერთ ფეხბურთის გუნდს არ აინტერესებს და სტროიკაზე იმუშაოს? ამას გულისხმობ? თუ რამეზე იჩალიჩოს? პრობლემებს ყოველთვის სხვაგან ვეძებთ და ეგაა ჩვენი პრობლემა.. ყენიამ სწორი თქვა, ევროპაში წასული ქართველი ფეხბურთელი, ბაღიდან რო პირდაპირ ბანკში შეიყვანო, ზუსტად მაგხელა სხვაობააოო, 6-7 თვეა მაქსიმუმიო, აქა იქ გამონაკლოსებს თუ არ ჩავთვლით, დანარჩენი გადავხედოთ მოგზაურობენ ჭ,ყ, ლ კლასის გუნდებში და იქაც ვერ იკიდებენ ფეხს, ან სულ სკამზე ზიან, ან სულ ტრამვა აქვთ…/ არადა, რო გადახედო წესით ისეთი ბომბა ნაკრები უნდა გვყავდეს ეხლა ტომ ნებისმიერ გრადს რო გაამწარებს ისეთი , მაგრამ სად გაქრნენ ეს ბიჭები? პაპუნაშვილი, არაბიძე, ჩაკვეტაძე, ზარანდია, ხვიჩა საერთოდ არ გავს თავის თავს, კიდე რამდენი ნიჭიერა გვყავდა და სადღააა არიან ეხლა?! ჩვენ ვაბრალოთ ხან რუსეთს , ხან ბელგიას, და ვიოცნებოთ არარსებულ და არარეალურ ტრანსფერებზე,,, :// ტოტენჰემი და ნაპოლი რო ,,ტრანპლინი” გახდება დღევანდელ დროში ქართველი ფეხბურთელისთვის აი ამ ტყულის გამო მინიმუმ გამოსასწორებელი სამუშაო მაინც უნდა მიესაჯოს ჯუღელს!!!
Vasili
12:06 12-12-2021
2
გეტყვით რაც ხდება, ვუყურე მაგ თამაში, ხო და გიოს აქვს პრობლემები, მენტალური პრობლემები, ჭირდება დახმარება. სანამ ამას აქ არ გაითავისებენ მანამდე იქნება მკითხაობა, მეტნაირად არ ვიცი როგორ გადმოვცე. ერთი არის რომ ტრამვის გამო დიდი პერიოდი გაუცდა და შეიძლება ვთქვათ რომ არ არის სასურველ ფორმაში, შეიძლება ვერ ითამაშოს კარგად და მეორეა უკვე როცა კაცს თვალებში ცეცხლი აქვს ჩამქრალი, მაგის თამაშს რომ ვუყრებ შთაბეჭდილება მრჩება რომ თამაში არ უნდა, რაღაც მოვალების მოხდის მიზნით არის გამოსული სტადიონზე. მონდომება, მოტივაცია და ხასიათი ჭირდება, ეგრეთ წოდებული ჟილკა, სხვანაირად არ გამოვა არაფერი.
ატლანტამ მხრები გაშალა
10:20 12-12-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული