ჩაკვეტაძე კვლავ არ შეიყვანეს "გენტის" განაცხადში

AutoSharing Option
15 დეკემბერს, ბელგიის ჩემპიონატის მე-19 ტურში, "გენტი" სტუმრად "მეხელენს" შეხვდება და ისევ ვერ მოხვდა გუნდის განაცხადში გიორგი ჩაკვეტაძე.

ის განაცხადში უკვე საერთოდ აღარ შეჰყავთ და მხოლოდ "ფლორასთან" ათამაშეს კონფერენს ლიგაზე უმოტივაციო მატჩში 71 წუთი.

გიორგიმ ამ სეზონში ჩემპიონატის 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო "გენტმა" ყველა ტურნირზე ზედიზედ 7 გამარჯვება იზეიმა და 30 ქულით მეექვსე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
როცა მწვრთნელი იმას იტყვის ასე საჯაროდ ფეხბურთელზე რომ არაფერს არ აკეთებსო იმისათვის რომ ძირითადში დავაყენო კლუბის მწვრთნელი ერთი და ნაკრების მწვრთნელი კიდე იმას რომ ამბობს რომ ვერ დამანახა ის რომ იმსახურებდა ძირითადში თამაშს ეს უკვე დიაგნოზია იმის რომ აქ უკვე ფეხბურთელის პრობლემა და არაა მწვრთნელების ეს არ ვიცი არაპროფესიონალიზმია მენტალობის ბრალია თუ უბრალოდ ნიჰილიზმია აქვს ფეხბურთელს თუ შიში ან ფეხბურთის თამაში აღარ უნდა მარა ფაქტია ეს ფეხბურთელის პრობლემაა რაც უნდა გამოასწოროს.
ბევრი იწერება რომ იშრომე ჩაკვე ივარჯიშე მოჰყავთ რონალდოს მაგალითი მესის მაგალითი და ა.შ რათ უნდა მესის ან რონალდოს მაგალითი მისი საკუთარი თანაგუნდელის მაგალითიც სრულიად საკმარისია ჯონათან დევიდი დღეს თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე ადამიანი რომელიც ჩამოიყვანეს უფასოდ ერთ ერთი ყველაზე არასაფეხბურთო ქვეყნიდან კანადიდან სადაც ჰოკეი ძალიან პოპულარულია მარა ფეხბურთზე დიდად არ გიჟდებიან ჩამოიყვანეს დუბლებში და ამ ბიჭმა კოლოსალური პროგრესი განიცადა თავისი შრომით და მონდომებით ჯერ გენტში გახდა ლიდერი იფრინა მერე წავიდა საფრანგეთში ჩემპიონი გახდა და ახლა მისმა გუნდმა ჯგუფი მოიგო ლიგის და მე 8 ფინალს თამაშობს და იმ ლილის ლიდერი და ბომდარდირია და ლილში უკვე შედის დევიდზე გრანდებიდან წინადადებები პსჟ ბაიერნი არსენალი და ლილი უკვე 60 მილიოზე მეტს აფასებს ცოტაც და ევროპული ფეხბურთის ერთ ერთი ვარსკვავი გახდება დევიდი ის დევიდი რომელიც დუბლებში იყო მაშინ როცა ჩაკვეტაძე ძირითადში თამაშობდა გენტში,
დევიდსა და ჩაკვეტაძეს შორის ის განსხვავება რომ მისმა გუნდელაა იარნემშუკმა ის თქვა დევიდზე რომ მხოლოდ ვარჯიში ფეხბურთი და თამაში აინტერესებსო ამის იქით სხვა არანაირი ინტერესი არ აქვს და სხვა არაფერს აკეთებსო და ჩაკვეტაძე იმის ნახევარას რასაც ტიკ ტოკში ერთობა ვარჯიშს რომ უთმობდეს და მოედანზე ტალინის ფლორასთან სიარულის მაგივრად ბოლომდე რომ იხარჯებოდეს აი მაშინ იქნებოდა დღეს ძირითადში აქ ტრამვა არაფერ შუაშია ტრამვა ბევრს მიუღია მარა ფეხბურთის თამაშისთვის თავი არ დაუნებებიათ აქ მეტალობა და პროფესიონალიზმია მთავარი.
კიდევ უშუალოდ ფეხბურთელის პრობლემა არც გუნდშ არც მწვრთნელში და არც ჩემპიონატში.
გიორგი
03:27 15-12-2021
1
გიორგი თუ ტრავმა აღარ გაწუხებს,ვარჯიში გადააქციე შენს ყოველდღიურ მოთხოვნად,ყველა დიდი სპორტსმენი ბევრად მეტს ვარჯიშობს ვიდრე საშუალო და ჩვეულებრივი,განსაკუთრებული ნიჭით ხომ ღმერთმა დაგაჯილდოვა და შრომასთან ერთად საოცარ შედეგს მოგცემს.ოღონდ ყურები არასდროს არ ჩამოყარო, არ აიცრუო გული და არ დატოვო გულდაწყვეტილი ასი ათასობით შენი ქომაგი, რომელიც ასე ერთგულად გგულშემატკივრობს საქართველოშიც, ბელგიაშიც და იმედია კიდევ მრავალი ქვვეყნის სახელოვან სტადიონებზე, შენს საპატივცემულოდ, დაიქუხებს ტაში!წარმატებები!
gia jashi
01:54 15-12-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული