ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

როგორ ახერხებს ამას ქეცბაია? - კვიპროსული გამოცემა ქართველის ხასიათით გაოცებულია

AutoSharing Option
კვიპროსული sport-fm-ი თემურ ქეცბაიას შესახებ წერს:

"ურთიერთობა, რომელიც ქეცბაიას თავის ფეხბურთელებთან აქვს, შეუძლებელია სიტყვებით გადმოსცე. როგორ ახერხებს ქართველი სპეციალისტი, რომ ასე მარტივად მოაგვაროს კონფლიქტები და საერთო ენა გამონახოს მასთან, ვისაც არ ეთანხმება, მხოლოდ მან იცის.

"დოქსასთან" (2:0) დამახასიათებელი იყო ამრ ვარდას კადრი, რომელმაც "ანორთოსისის" მხრიდან მეორე გოლი გაიტანა - ის გაიქცა და მწვრთნელს მოეხვია, მანამდე კი ამ ორს დაპირისპირება ჰქონდა."

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ქეცბაიას ინციდენტი ნიკა კაჭარავასთანაც შეემთხვა, რომელიც მალევე ამოიწურა. "ანორთოსისი", სადაც გიორგი ლორიაც ასპარეზობს, ჩემპიონატში მე-7 ადგილს
იკავებს, წლის ბოლომდე კი კიდევ 2 შეხვედრას გამართავს.

altქეცბაია გამარჯვებით კმაყოფილია და კიდევ ორი მოგების იმედი აქვს

altქეცბაია გამარჯვებას ითხოვს - ქართველების დაპირისპირება კვიპროსში



ასევე დაგაინტერესებთ