კაშიასა და კანკავასთან კიდევ ერთი ქართველი? - ვაისის გუნდის მიზნები

AutoSharing Option
უკრაინული meta-ratings-ი ჩვენთვის ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:

"კიევის "დინამო" შესაძლოა, საკუთრებაში მყოფ გიორგი წიტაიშვილს დაემშვიდობოს, რომელიც იჯარით "ჩერნომორეცში" გამოდის.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სლოვაკეთის ჩემპიონის - ბრატისლავის "სლოვანის" ყურადღების ცენტრში მოექცა.

Sportall.Ge

არსებული ინფორმაციით, სლოვაკური კლუბი ასევე ელოდება, რომ ახალგაზრდებს შორის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი თავის რიგებში იჯარით მიიწვიოს, შემდეგ კი კიეველებს ორი მილიონი ევრო შესთავაზოს. მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს."

შეგახსენებთ, "სლოვანს" ვლადიმირ ვაისი წვრთნის. სლოვაკეთის ჩემპიონატის ლიდერებში გურამ კაშია და ჯაბა კანკავა გამოდიან. რაც შეეხება წიტაიშვილს - უკრაინის პრემიერლიგის 13 შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო.

altწიტაიშვილი უკმაყოფილოა -

შანსის მისაღებად მარსის ჩემპიონატი ხომ არ უნდა მოვიგოთ?

altწიტაიშვილი: "ბეშიქთაშის" ვარიანტი არც განმიხილავს, დიდ გუნდში უნდა გადავიდე

altვაისი: ყველანი კანკავას და კაშიას მსგავსები რომ იყვნენ, "სლოვანი" სულ სხვა გუნდი იქნებოდა


მკითხველის კომენტარები / 9 /
სლოვანში უფრო გაიხსნება და გამოჩნდება. ამ ეტაპზე გამართლებულია ნამდვილად. მაგას ყველაფერი წინააქვს.
ლევან მაღლაკელიძე
20 დეკემბერი 2021 21:31
0
ეხლა სადაცა მაგას კი ჯობია სლოვანი, რომელიმე ევროტურნირის ჯგუფში მაინც მოხვდებიან და უფრო მაღალ დონეზე შეძლებს თამაშს, თავისუფლად შეუძლია სლოვანში გუნდის ლიდერი გახდეს, დინამოს არ ჭირდება და უკრაინის სოფლის გუნდებში როდემდე იაროს
გოგა
19 დეკემბერი 2021 23:24
0
აღარაფერს ვიძახი, თუ მართლა ამდენი ხალხი თვლით რომ სლოვანში გადასვლა წინგადადგმული ნაბიჯია, კიბატონო წავიდეს და წარმატებებს ვუსურვებ მაგრამ.... ჩემი პირადი აზრია რომ გიორგისთვის სლოვანი რეგერსია
sormona
19 დეკემბერი 2021 19:02
6
ბათუმში წავიდეს სჯობს!
პროფესტო
17 დეკემბერი 2021 20:51
7
მგონი მშვენიერი ვარიანტია.ჯაბასთან და კაშიასთან ყოფნით,ბევრს ისწავლის,მწვრთნელიც ასე თუ ისე ჩვენია და თანაც ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევს თამაში.თავის გამოსაჩენად კარგი ტრამპლინია.ეგეც არ იყოს,მაინც ევროპაა და თუ კარგად ითამაშებს,შეუმჩნეველი არ დარჩება.
სოსო
17 დეკემბერი 2021 20:01
0
რა სლოვანი რას ამბობთ, განვითარდება იქ და წინ წავა თუ რაში წაადგება სლოვაკეთის ჩემპიონატი?
sormona
17 დეკემბერი 2021 18:12
17
მთავარია ვარჯიში, მონდომება და ბევრი სათამაშო დრო და ყველგან განვითარდები. უთამაშებლობა და დროის უაზროდ გაცდენაა ის, რაც ღუპავს უმატეს ფეხბურთელებს.
Burton
17 დეკემბერი 2021 21:02
1
მემგონი ამ ეტაზე სლოვანში თანაში აჯობებს არეულ ჩერნომორეცს, მაგრამ წიტაიშვილისთვის უკეთესი ჩემპიონატის გამოძებნაც შეიძლება მისი პოტენციალის გათვალისწინებით.
გიონატ
17 დეკემბერი 2021 15:41
0
არადა თურქეთის ჩემპიონატი მოუხდებოდა
ბექა
17 დეკემბერი 2021 15:34
7

სიახლეები პოპულარული