რუსები ხვიჩას სატრანსფერო ჭორებს ეხმაურებიან

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, იანვრის სატრანსფერო ფანჯარა გვიახლოვდება, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით პრემიერ ლიგის რამდენიმე გუნდი და იტალიური "მილანი" ინტერესდება.

გთავაზობთ გულშემატკივრების გამოხმაურებას:

"ამ სათამაშო ფორმაში ის არავის სჭირდება, დაიწყო ისევ ჭორების ტრიალი".

"უფრო მოსალოდნელია ქუთაისის "ტორპედოში" დაბრუნდეს".

"ჩვენ ის 5 მილიონ ევროდ მაინც უნდა გავყიდოთ, სანამ დროა, რადგან "რუბინში" ის აღარ თამაშობს, თავის გამოჩენას კი მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში ახერხებს".

"ჰა-ჰა-ჰა, რა თქმა უნდა, მსურველები არიან "ზალცბურგი", "ბაიერნი", "დორტმუნდი" და "აიაქსი". საიდან იგონებთ ამ ჭორებს? მიეცით უფლება წავიდეს, მაგრამ სად? ხვიჩა
ისეთ დონეზე ვეღარ თამაშობს. ერთადერთი მატჩი, სადაც ყველაფერი გამოუვიდა და ვარსკვლავის დონეზე ითამაშა იყო შვედეთთან. ამ შეხვედრაზე ვერაფერს ვიტყვი, იქ უბრალოდ ბრწყინავდა და ძველ "კვარას" კონტურებს ვხედავდი, თუმცა მორჩა, მეტს ვერ გაიხსენებ...

მთელი სეზონი იბრძოდა და ყველაფერს აკეთბდა, რომ წასულიყო, თუმცა არ გამოვიდა, ახლაც ისეთივე პერიოდი ახლოვდება. ახალგაზრდა ბიჭს ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, ხან მსაჯებთან ჩხუბობს, ხანაც ვერ გამოყენებული მომენტის შემდეგ თამაშს წყვეტს, თუ შეცვლიან უარესად ბრაზდება... უნდა გვახსოვდეს, რომ 2 წლის წინ ხვიჩა ფაქტობრივად არ არსებობდა და წარმატებას მის გარეშე ვაღწევდით, ყველაფერი კი რა მალე იცვლება თქვენც ხედავთ, ამას ემოციები და სიკაშკაშე იწვევს, ალბათ ხელმძღვანელობა გიჟს გავს, რომ ხვიჩა 12-15 მილიონად არ გაყიდა და მაკაროვი 10 მილიონად "გააჩუქეს". "კვარასთვის" საუკეთესო ვარიანტი "ზენიტი" გახლავთ".

"თუ ისეთ ფორმას აკრეფს, როგორც წინა წელს იყო, მაშინ მისი ყიდვა ყველას მოუნდება, მართლაც რომ დიდი ტალანტია, უბრალოდ აღარ თამაშობს "რუბინში".





მკითხველის კომენტარები / 12 /
ესაა და ეა
მამუკაარ დაიღალეთთ??? რა მილანი, რის აიაქსი. არ უყურებთ ამ ბიჭის თამაშსს??? რეალურად მივუდგეთ რაა. გრანადას დონეზეა და წერთ ათას რამესსს , კაი რაა. ხვიჩამ გაიბრწყინა და ჩაქრაა
04:06 19-12-2021
2
თუ არ ითამაშებს და არ ივარჯიშებს მის თავს ავნებს რა შუაშია რუსები?რომ თამაშობდა ის რუსებიც არ აკლებდნენ ქებას.რომ მოუკლო ფაქტია.
გოჩა
21:06 18-12-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული