ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ოქრიაშვილი მოედანზე არც კი იყო და 46-ზე შეცვალეს - კვიპროსული გამოხმაურება

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-14 ტურში "აპოელი" "აპოლონს" დაუზავდა - 1:1. შეხვედრაში მონაწილეობა 4-მა ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო. მასპინძელთა რიგებში თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია 46-ე წუთზე შეცვალეს, მურთაზ დაუშვილი კი მოედანზე 73-ზე შევიდა. რაც შეეხება სტუმართა ჩვენებურებს - რევაზ ინჯგიამ დასკვნითი 7 წუთი ითამაშა, გიორგი პაპუნაშვილი კი ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

Protathlima წერს:

"თითქოს, ოქრიაშვილი მოედანზე არც კი იყო, რამაც სოფრონის ავგუსტისი აიძულა, პირველი ტაიმის შემდეგ შეეცვალა. 

ქართველი შემტევები გამოუსადეგარი იყვნენ და საწყის 45 წუთში გუნდს ვერაფრით დაეხმარნენ."

"აპოლონი" 17 ქულით მე-7
ადგილზეა, წელს კი 26 დეკემბერს, "ომონიას" მასპინძლობით დაასრულებს. ეს შეხვედრა გადადებული იყო, რაც შეეხება 29 ქულით ლიდერ "აპოლონს", ისინი 2022 წლამდე აღარ იასპარეზებენ.

altოქრიაშვილი მომჯობინდა, დაუშვილი მზად არაა - "წინა ხაზზე ქვილითაია ითამაშებს"

altკვიპროსული მედია ოქრიაშვილისა და დაუშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს

altოქრიაშვილის ულამაზესი გოლი, დაუშვილის მძიმე ტრავმა და "აპოელის" რთული გამარჯვება [VIDEO]