ქართველები პოლონეთს აოცებენ - "კვეკვე" დონეა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთში გუშინ ჩინებული გოლი "კრაკოვიას" მცველმა ოთარ კაკაბაძემ გაიტანა, დღეს კი "ლეხის" ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა.

ექსტრაკლასას მე-19 ტურში "ლეხი" საკუთარ მოედანზე 0:1 მარცხდებოდა "გურნიკთან", კვეკვესკირმა შორიდან ძლიერი დარტყმით 44-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90+9-ეზე მისმა ხორვატმა თანაგუნდელმა ანტონიო მილიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

"კვეკვე" ბრწყინვალედ ურტყამს, დონე აქვს", - წერს პოზნანური კლუბის საიტი. ნიკამ ჩემპიონატის 18 მატჩში 2 გოლი გაიტანა, მისი გუნდი ლიდერია და 5 იანვარს სტუმრად სწორედ "კრაკოვიას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული