"ხვიჩა 30 მატჩს ერთ დონეზე ვერ ჩაატარებს - ფულია საჭირო" - ყაზანის მერი

AutoSharing Option
ყაზანის მერმა ილსურ მეტშინმა, რომელიც 2015 წლის სექტემბრიდან 2017 წლის მაისამდე "რუბინის" პრეზიდენტი იყო, პრესკონფერენციაზე 2021 წლის მიხედვით გუნდის თამაში შეაფასა.

"მე ისევ "რუბინის" გულშემატკივარი ვარ, მახარებს და ამაყი ვარ გამარჯვებებით, მაგრამ ხდება ხოლმე, რომ აღარ მაინტერესებს. სლუცკი მაგარია, შესანიშნავი და ძალიან გამოცდილი მწვრთნელია. რუსტემ საიმანოვი დიდებული გენერალური მენეჯერია. კარგი გუნდი შეკრიბეს, რომელსაც მხოლოდ ერთი რამ არ ჰყოფნის - ფული. მაშინ ჩემპიონები გახდებიან. დახმარებაა საჭირო. "რუბინის" ბიუჯეტი დიდი არ არის.

10 ფეხბურთელი შეიძინეს. ფეხბურთელთა ფასი ისეთი იყო, რომ შემადგენლობის მიხედვით
მეათე ადგილის გუნდი მივიღეთ. პატივცემული ბერდიევის რეკორდი 19 მოთამაშის შეძენაა. იმისათვის, რათა "ზენიტთან", "სპარტაკთან", "კრასნოდართან", ცსკა-სთან, "ლოკომოტივთან" და "დინამოსთან" ვითამაშოთ, რომლებსაც სატურნირო ცხრილში დაქვეითება არ უნდათ, ფეხბურთის სიყვარული და სლუცკისა და საიმანოვის გამოცდილება საკმარისი არ არის. ხვიჩა სეზონში 30 მატჩს ერთ დონეზე ვერ ჩაატარებს, ისევე როგორც ურემოვიჩი, დიუპინი და ა.შ. ვიღაცას ტრავმა აქვს. სათადარიგოთა სკამია საჭირო", - ციტირებს მეტშინს "БИЗНЕС Online".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხვიჩას არ შემდგარი ტრანსფერი მთიანად ჯუღელის ბრალია. 18 წლის ბიჭს რო რუბინთან 5 წლიან კონტრაკტს გააფორმებინებ მინიმუმ 4 წელი რუბინის ხელში ხარ ჩათვალე. გაეფორმებინა 3 წლიანი და ორი გასული რო იქნებოდა უფასოდ გაშვების შიშით 20 მლნ ად კიარა 5 მლნ ადაც სიხარულით გაყიდიდა
ტოტტი
09:56 25-12-2021
3
მართალია ეს კაცი
ვაჟა
09:34 25-12-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული