ხვალ, 26 დეკემბერს, წლის ბოლო მატჩში, "გენტი" ბელგიის ჟუპილერ ლიგის 21-ე ტურში გასვლაზე ლიდერ "უნიონს" დაუპირისპირდება და სტუმართა გუნდის განაცხადში კვლავ არაა გიორგი ჩაკვეტაძე.
ჩაკვეტაძემ ბოლოს "გენტში" 9 დეკემბერს კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში "ფლორასთან" უმოტივაციო მატჩში ითამაშა და მას შემდეგ განაცხადში ვერ მოხვდა.
ბელგიური პრესის მტკიცებით, გიორგის "გენტის" დატოვება მოუწევს, თუმცა სხვა გუნდის მოძებნა გაუჭირდება.
მან ამ სეზონში ჩემპიონატის 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.