გიორგი მამარდაშვილის შესახებ დღეს AS-მა წერილი გამოაქვეყნა. ჟურნალისტი ნაჩო სანჩესი წერს, რომ 21 წლის ქართველმა მეკარემ სეზონის სტარტზე შესანიშნავი თამაშით ყველა გააკვირვა, მაგრამ შემდეგ სასტარტოში ადგილი იასპერ სილესენმა დაიბრუნა, ესპანეთის თასზე კარში ხაუმე დომენეკს აყენებენ, ქართველი ძირითადი შემადგენლობიდან გაქრა, მაგრამ მაინც შეიძენენ.
ეს კლუბს 850 ათასი ევრო დაუჯდება. ფეხბურთელის გარემოცვა კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა და მშვიდად არიან.
სანჩესი აღნიშნავს, რომ დაშვებული ორიოდ შეცდომის გამო მამარდაშვილი საბოლოოდ დუბლიორი გახდა, თუმცა მას მწვრთნელი ხოსე ბორდალასი ძალიან აფასებს და კლუბში დიდი მომავლის გოლკიპერად მიიჩნევენ.
არავინ არ დაუცდის როდის წააგებინებს კიდევ გუნდს.
მამარდაშვილის ადგილი სკამზეა!! ტაბურეტკას გავუგზავნი თუ უნდა.